გოგონა, რომელმაც სამოთხეში იმოგზაურა და იესო ქრისტე იხილა 6 აპრილი 2014, 13:46:30
AUTO PLAY
აკიანე კრამარიკი 1994 წლის 9 ივლისს დაიბადა. მისი დედა ლიტველია, ხოლო მამა ამერიკელი. გოგონა თვითნასწავლი მხატვარია. აკიანე ირწმუნება, რომ 3 წლის ასაკში სამოთხეში იმოგზაურა, იესო ქრისტე კი ხილვებში ესაუბრებოდა, რაც გოგონას ქაღალდზე გადაჰქონდა. ბავშვის მშობლები მაშინ ათეისტები იყვნენ, აკიანეს ნახატების და ხილვების შემდეგ კი ქრისტიანობა მიიღეს. კრამარიკმა ხატვა ოთხი წლის ასაკში დაიწყო, შვიდი წლისამ ლექსების წერას მიჰყო ხელი. მისი პირველი დასრულებული ნახატი 10 000 დოლარად გაიყიდა. გაყიდვიდან შემოსული თანხები ქველმოქმედებას ხმარდება. აღსანიშნავია, რომ აკიანეს მიერ დახატული იესო ქრისტე, ემთხვევა კოლტონ ბურპოს მიერ აღწერილს. 2003 წელს კოლტონს, რომელიც მაშინ 3 წლის იყო, ბრმანაწლავი გაუსკდა. ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ ბიჭუნა ვერ გადარჩებოდა, მაგრამ სასწაული მოხდა და ის გამოჯანმრთელდა. ამის შემდეგ კოლტონმა მშობლებს უამბო, რომ სამოთხეში იმყოფებოდა და იესო ქრისტე ნახა, მას კალთაშიც კი ეჯდა. ბიჭის მამამ, ტოდ ბურპომ, რომელიც ერთ-ერთი ეკლესიის პასტორი იყო, შვილს სხვადასხვა ნახატი და სურათი აჩვენა, რომელზეც ქრისტე იყო გამოსახული, თუმცა ბიჭუნა ამბობდა რომ მათზე უფალი არ იყო გამოსახული. ერთხელაც, როდესაც ტელევიზორში აკიანეს ნახატი აჩვენეს, ბიჭი გაშეშდა და მამას უთხრა, აი ეს არის იესო ქრისტე. ტოდ ბურპომ ასევე აღნიშნა, რომ კოლტონის მიერ მონაყოლი, ემთხვეოდა აკიანეს მიერ ნაამბობს. ტოდ ბურპომ 2010 წელს წიგნი გამოაქვეყნა სახელწოდებით Heaven is for Real, სადაც მისი ვაჟის ამბავია მოთხრობილი. ამ წიგნის მიხედვით მალე ფილმიც გამოვა, რომელშიც მთავარ როლებს გრეგ კინერი და კაილი რაილი ასრულებენ.
9
|
1099.00
k
1499.00
k
|