ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული დემონსტრანტი 20 წლის სერგეი ნიგოიანია 22 იანვარი 2014, 16:33:38
AUTO PLAY
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო გრუშევსკის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად პირის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ცნობილი გახდა გარდაცვლილის ვინაობაც - იგი 20 წლის სერგეი ნიგოიანი აღმოჩნდა. "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, ნიგოიანი ევრომაიდნის აქტივისტი იყო დემონსტრაციების დაწყების პირველივე დღიდან. დნეპროპეტროვსკელი ახალგაზრდის მონაწილეობით, დეკემბრის თვეში ევრომაიდანზე ვიდეორგოლი მომზადდა, რომელშიც ნიგოიანი ტარას შევჩენკოს ლექსებს კითხულობს. 20 წლის დემონსტრანტმა ერთი ჭრილობა ყელის, ხოლო ერთი - თავის არეში მიიღო. ამასთან, უკრაინულ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში გარდაიცვალა კიდევ ერთი - 21 წლის აქტივისტი.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|