Russia Today-ს ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში რუსეთის სამხედრო აგრესია გააკრიტიკა 5 მარტი 2014, 22:35:45
AUTO PLAY
Russia Today-ს ჟურნალისტმა ები მარტინმა პირდაპირ ეთერში უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის სამხედრო აგრესია გააკრიტიკა. "სანამ გადაცემას დავამთავრებდეთ, გულით მინდა გამოვთქვა ჩემი დამოკიდებულება უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის მიმართ და რუსეთის მიერ ყირიმის სამხედრო ოკუპაციის შესახებ. ის, რომ მე აქ RT-ში ვმუშაობ, არ ნიშნავს იმას, რომ არ გამაჩნია რედაქციული დამოუკიდებლობა. მინდა გამოვხატო აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ინტევენციის სუვერენულ სახელმწიფოში შიდა საკითხების გადასაწყვეტად. ის, რაც რუსეთმა გააკეთა, არასწორია. მე არ ვაპირებ აქ ჯდომას და სამხედრო აგრესიის გამართლებას ან პატიებას", - განაცხადა ჟურნალისტმა. მისი თქმით, მას გული შესტკივა უკრაინელებზე, რომლებიც, მისი აზრით, გეოპოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდნენ.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|