როგორ აწყნარებენ აგრესიულ პატიმრებს ამერიკაში 3 თებერვალი 2014, 22:04:15
AUTO PLAY
როგორ აწყნარებენ აგრესიულ პატიმრებს ამერიკაში? - ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოს ციხეში მყოფ იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც საპატიმროს წესების დარღვევაში, გარშემომყოფთა მიმართ ძალადობასა ან საკუთარი თავის დაზიანებაში არიან შემჩნეული, ციხის ადმინისტრაცია დამაწყნარებელ სპეც-საშუალებებს იყენებს. მათ შორისაა დამაწყნარებელი სკამიც. ამერიკულმა ტელეარხმა MSNBC მაყურებელს რამდენიმე სერიისგან შემდგარი დოკუმენტური ფილმი შესთავაზა, რომელშიც ნაჩვენებია აშშ-ს ციხეებში არსებული მდგომარეობა და ის მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც ციხის ადმინისტრაცია პატიმართა შორის დანაშაულისა და აგრესიის აღკვეთას ცდილობს. გთავაზობთ ფრაგმენტს ერთ-ერთი ფილმიდან. ამ პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ "პატიმრობის კოდექსში" შესაბამისი ცვლილებების მანსახორციელებლად მუშაობა დაიწყო. შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტს საქართველოს პარლამენტი განიხილავს. ცვლილებების თანახმად, ფართოვდება იმ სპეცსაშუალებების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს შეეძლებათ ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა თუ ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით. ჩამონათვალს ემატება წიწაკის გაზი და დამაწყნარებელი სკამი. ამ საკითხთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა მედიასთან არაერთხელ ისაუბრა. ამ საკითხზე კომენტარი მან ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერშიც გააკეთა.
6
|
1099.00
k
1499.00
k
|