ქუთაისის პარკში დატყვევებულ დათვს მფლობელს ჩამოართმევენ 10 იანვარი 2014, 23:45:36
AUTO PLAY
ქუთაისის პარკში დატყვევებულ დათვს მფლობელს ჩამოართმევენ. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობაზე მათ რეაგირება უკვე მოახდინეს - ცხოველი, საკითხის განხილვამდე, შესაბამის თავშესაფარში იქნება გადაყვანილი, რის შემდეგაც სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა.გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეების მიერ გარეული ცხოველების დატყვევების შემთხვევები ხშირია და ეს ქმედება 150-დან 850 ლარამდე თანხით ჯარიმდება.ქუთაისის გართობისა და დასვენების პარკის დირექტორის თქმით, დათვის ცოტა ხნით მოვლა მათ 6 წლის წინ ერთ-ერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა დაავალეს. დირექტორი განმარტავს, რომ ცხოველის წაყვანის თხოვნით, შესაბამის სტრუქტურებსა და ზოოპარკს არა ერთხელ მიმართა, თუმცა მის თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|