ორი პლანეტა, რომელზეც, შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს 19 აპრილი 2013, 19:58:13
AUTO PLAY
"ნასას" მეცნიერებმა კეპლერის ტელესკოპის დახმარებით ორი პლანეტა აღმოაჩინეს, რომლებზეც სიცოცხლის არსებობას ვარაუდობენ. პლანეტები, რომლებსაც "კეპლერ 62" და "62 ეფი" უწოდეს, მზის სისტემისგან 1200 სინათლის წელიწადის მოშორებით, ლირას თანავარსკვლავედშია. საკუთარი მზისგან მათ საკმაო მანძილი აშორებთ იმისთვის, რომ იქ წყალი არსებობდეს. 1995 წლის შემდეგ მზის სისტემის გარეთ მეცნიერებმა დაახლოებით შვიდასამდე პლანეტა აღმოაჩინეს, მაგრამ არც ერთ მათგანს არ აქვს ხელსაყრელი ადგილმდებარეობა წყლის არსებობისთვის, რომელიც სიცოცხლის წარმოქმნისთვის აუცილებელი პირობაა.
3
|
|