დიცის მოსახლეობამ ინდოელებს ვაშლის გაშენებაში ხელი შეუშალა 5 აპრილი 2013, 11:07:51
AUTO PLAY
დიცელებმა ინდოელებს სანერგედ გამზადებული მიწები გადაუსწორეს 4 აპრილს, გორის რაიონის სოფელ დიცის მოსახლეობამ ინდოელებს ვაშლის გაშენებაში ხელი შეუშალა. მესაკუთრეები 140 ჰექტარ მიწის ფართობზე ნერგების დარგვას აპირებდნენ, თუმცა ამოთხრილი მიწები ადგილობრივებმა გადაასწორეს. ადგილზე რაიონის ხელმძღვანელობა და პოლიციის თანამშრომლები ავიდნენ. დიცელები უკან დახევას არ აპირებენ. ტირძნისის შს ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა ადგილობრივები გააფრთხილეს, რომ ქმედების გაგრძელების შემთხვევაში, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. 2012 წლის 28 ნოემბერს დიცის სარეზერვო მიწის ფართობები შპს ,,მადლის” დირექტორმა ელგუჯა ახობაძემ იყიდა. 4 დღეში ახობაძემ მიწის ფართობი ინდოელებს მიჰყიდა. აქციის მიმდინარეობის დროს ტირძნისის პოლიციის უფროსი და ინდოელი ინვესტორებიც მივიდნენ. მესაკუთრეები ამტკიცებდნენ, რომ მათ ეს მიწები სრულიად კანონიერად შეიძინეს და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტებიც წარადგინეს. იგივეს ამბობს პოლიციის უფროსი, ის მოსახლეობა დაშლისკენ მოუწოდებდა. ამ მოწოდებამ მოსხლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ,,ჩვენ აქედან დაშლას არ ვაპირებთ, რას გვიზამთ? მთელ სოფელს დაგვიჭერთო?” – ეუბნებოდნენ პოლიციის უფროსს. ,,თუ დასაჭერები იქნებით სულ ყველას დაგიჭერთ.” – უთხრა პოლიციის უფროსმა. http://qartli.ge/web/11260 qartli.ge შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
2
|
|