თბილისის მიკროავტობუსებისთვის ახალი FM რადიო ამოქმედდება 11 აპრილი 2014, 15:14:50
AUTO PLAY
ე.წ. "სამგზავრო რადიო" რადიო "უცნობი"-ს ბაზაზე შეიქმნება. პროექტის ავტორი გოგა ხაინდრავაა. შეთანხმება "თბილისის მიკროავტობუსსა" და შპს "მომხმარებელთა საყურადღებოდ" შორის გაფორმდა. სხვა რადიოების მაუწყებლობა ტრანსპორტში არ აიკრძალება, თუმცა ახალი რადიოს ჩართვის მსურველ მძღოლებთან გაფორმდება სპეციალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანია თავის თავზე იღებს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლის და მგზავრების ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯებს. TV3-ის რეპორტაჟი
0
|
|