"ბნელი მატერიის" საიდუმლოს, შესაძლოა, ფარდა აეხადოს 4 აპრილი 2013, 22:58:18
AUTO PLAY
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ, შესაძლოა, მალე ფარდა აეხადოს ჩვენი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოებას. მკვლევართა ჯგუფმა, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მაგნიტური ალფა-სპექტრომეტრის მუშაობას აკვირდება, კოსმოსში "ბნელი" მატერიის" არსებობის კვალი აღმოაჩინა. "მჯერა, რომ კოსმოსურ სადგურზე ჩვენი ყოფნის პერიოდში საკმაო დრო გვექნება, რათა ამოვხსნათ ეს საიდუმლოება", - აცხადებს ნობელის პრემიის ლაურეატი სემუელ ტინგი. "ბნელი მატერია" ეს არის სუბსტანცია, რომელიც არ წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას და არ ურთიერთქმედებს მასთან. ამიტომ მასზე პირდაპირი დაკვირვება შეუძლებელია.
2
|
|