თბილისში ქუჩაში დათვის ბელი ოპოვეს და პატრულმა ზოოპარკში მიიყვანა 27 მარტი 2013, 10:03:32
AUTO PLAY
ხვადი ბელი დაახლოებით 2-3 თვისაა. ზოოპარკის თანამშრომლებმა პატარას საბა დაარქვეს. რადგან ამ ასაკის ბელი დედის გარეშე ველურ ბუნებაში ვერ იცხოვრებს, მტაცებელი ცხოველების განყოფილების გამგის რამაზ ძამუკაშვილის თქმით, საბა ზოოპარკში გაიზრდება. მომვლელები ამბობენ, რომ საბას მარტო დარჩენა არ უყვარს. ბელი ჯანმრთელია და დღეიდან მასზე თბილისის ზოოპარკი იზრუნებს. წყარო: News.GE
1
|
|