უბედური შემთხვევა ნუცუბიძეზე - 37 წლის ქალი მე-12 სართულიდან გადმოვარდა 5 იანვარი 2013, 19:35:14
AUTO PLAY
ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში 37 წლის ქალმა სიცოცხლე, არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც "პალიტრა ტვ"-ს გარდაცვლილის მეზობლებმა პირად საუბრებში განუცხადეს, უბედური შემთხვევა დაახლოებით 00.30 საათზე მოხდა, რომლის დროსაც ხ.შ. საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოვარდა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს მატერიალურად არ უჭირდა. ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, სავარაუდოდ ახალგაზრდა ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მეზობლების მტკიცებით, ახალგაზრდა ქალს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა - ოჯახში კონფლიქტები არ ხდებოდა და შესაძლოა, ის აივანზე ცუდად გახდა, წონასწორობა დაკარგა და მე-12 სართულიდან გადავარდა. მეზობლების ინფორმაციით, ზუსტად 12 წლის წინ, 4 იანვარს მამამისმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
2
|
|