პატრიარქის "ავე მარია" - ნაწარმოების ახალი ვერსიის პრემიერა 5 იანვარი 2013, 19:54:51
AUTO PLAY
4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის 80 წლის იუბილის აღსანიშნავად, ფონდ "იავნანას" ორგანიზებით ფილარმონიაში კონცერტი გაიმართა. მასში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრებში მოღვაწე ქართველმა მომღერლებმა მიიღეს. საღამოზე სხვა ნაწარმოებებთან ერთად, საკონცერტო დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ პირველად მოისმინა კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველის მიერ ახლებურად აჟღერებული პატრიარქის საგალობელი "ავე მარია". ნაწარმოები პაატა ბურჭულაძემ, იანო ალიბეგაშვილმა, ნატო მეტონიძემ, ანსამბლ "მძლევარის" ბიჭებმა კაპელასთან და ორკესტრთან ერთად შეასრულეს.
13
|
|