პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისული აქტივისტი ავარიაში მოჰყვა 23 სექტემბერი 2012, 23:05:14
AUTO PLAY
ზუგდიდში „ოპელის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. როგორც აღმოჩნდა, მძღოლი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე დასასწრებად მიდიოდა და, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი მსუბუქად არის დაშავებული და ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა „ინფო 9“-ის გადამღები ჯგუფი პასუხის მისაღებად შსს-ს პრესსამსახურთან გადაამისამართა.
0
|
|