ემიგრანტები სარფის გავლით საქართველოში ბრუნდებიან - "ვითხოვთ სამართლია 17 სექტემბერი 2012, 13:21:55
AUTO PLAY
ქართველი ემიგრანტები, როლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პრობლემები შეექმნათ, სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში შემოდიან. როგორც "პალიტრა ტვ"-ს კორესპონდენტი სარფიდან იუწყება, ემიგრანტები იტალიიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და საფრანგეთიდან ორი ავტობუსით დაბრუნდნენ - დაახლოებით 100-მდე ადამიანი. მათი ინფორმაციით, სტამბულში შეიკრიბნენ, საიდანაც საქართველოში ორი ავტობუსით გამოემგზავრნენ. ემიგრანტებს სარფის საზღვართან ახლობლები ტაშით და ოვაციებით დახვდნენ. საქართველოში დაბრუნებულმა ემიგრანტებმა სიმბოლურად თითო სატელიტური ანტენაც ჩამოიტანეს. როგორც ემიგრანტები აღნიშნავენ, სატელიტური ანტენები ახლობლებისთვის წამოიღეს, რათა მათთვის ინფორმაციის წყარო დახშული არ იყოს. სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ
0
|
|