ციხეში წამების შედეგად დაავადებული და გარდაცვლილი კიდევ ერთი პატიმრის 23 სექტემბერი 2012, 23:02:30
AUTO PLAY
ყოფილი პატიმრის დედა ლალი ჩოგოვაძე, რომელსაც ერთი წლის წინ 24 წლის შვილი საპატიმროში მიღებული ტრამვის შედეგად გარდაეცვალა, დეტალურად ყვება თავისი შვილის - ლაშა ჩოგოვაძის პატიმრობის ამბავს. დედის განცხადებით, ჩოგოვაძე ე.წ. „კარანტინის განაწილების“ დროს სასტიკად სცემეს, რის გამოც სათესლე ჯირკვალი დაუზიანდა, რომელიც შემდეგ, არასათანადო მკურნალობის გამო, ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზარდა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 24 წლის პატიმარი 2010 წლის 5 მაისს გაათავისუფლეს. მას 5 თვე და 22 დღე ჰქონდა დარჩენილი. 2011 წლის 6 მაისს, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით, 24 წლის ასაკში ლაშა ჩოგოვაძე გარდაიცვალა. შვილმკვდარი დედა „ინფო 9“-სთან საუბარში ამბობს, რომ მან დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება მუქარის გამო შეცვალა.
1
|
|