პოლიციის თანამშრომლები პროტესტის ნიშნად სამსახურს ტოვებენ 22 სექტემბერი 2012, 20:17:50
AUTO PLAY
გუშინ, 21 სექტემბერს, ყაზბეგის კრიმინალური პოლიციის უმცროსმა ლეიტენანტმა დოდო ჩოჩოშვილმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა და დადგება იქ, სადაც ქართველი ხალხია... “მე, პოლიციელს, მრცხვენია, რომ თუნდაც რამდენიმე დღე ბაჩო ახალაია იყო ჩემი "მინისტრი"... ამის გამო და პატიმრების სოლიდარობის მიზნით მე ვტოვებ ჩემს საყვარელ სამსახურს. ბოდიშს ვიხდი მთელი საქართველოს წინაშე”. P.S. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დოდო ჩოჩოშვილმა ნამდვილად დატოვა სამსახური, ყაზბეგის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი კალანდაძემ დაგვიდასტურა.
1
|
|