როგორ "დავაფეთე" მეზობლები დისკში ჩაწერილი და მაღალ ხმაზე მუსიკალური ცენტრით გაშვებული მგლის ყმუილით
მოგეხსენებათ მონადირეებს ხშირად "მატყუარებს" და "მეზღაპრეებს" გვეძახიან, ხშირად უმართებულოდ ხშირად კი სამართლიანად, რადგან ზოგიერთი მონადირე ისეთ "კუდიან" და "მამალ" ტყუილს "დააბრეხვებს" ხოლმე " ბარონ მიუნჰაუზენს" შეშურდება. მაგალითისათვის, რამდენიმე წლის წინ ერთ ძველ მონადირეს გარს რამდენიმე ათ...