მედეა (Medea, Medeia) - კოლხთა მეფის აიეტისა და ოკეანიდა იდიიას, იგივე ეიდვიას (ჰეს. თეოგ. 958) ან ქალღმერთ ჰეკატეს (დიოდ. 4, 45) ასული, მზის ღმერთის, ჰელიოსის შვილიშვილი, გრძნეული კირკეს ძმისწული, იაზონისა და მერე ეგეოსის მეუღლე, "მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარი", ექიმი, ბალახთა და წამალთა მესაიდუმლე, მედიცინის დედამთავარი, რომლის სახელიც დაედო ძირად სიტყვა მედიცინას. მედეას განს...
ჰელიოსი (Helios, Hlios, მზე, ლათ. იგ. Sol) - მზის ღმერთი და აიეტის მამა, ჰიპერიონიდი, ხალხის საფიცარი, ტიტან ჰიპერიონისა და თეას (თეიას) მარად ჭაბუკი ვაჟი, მზე, სამყაროს სხივთამთოველი, მზის ეტლის მძლავრი მფლობელი, სელენეს და ეოსის (მთვარისა და განთიადის) ძმა, ფაეთონისა და ჰელიადების მამა. მისი შვილებია აგრეთვე კოლხი ჯადოქარი კირ...
|
|