x
მეტი
  • 27.07.2024
  • სტატია:136189
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510428
ტაივანში 7.4 მაგნუტუდის მიწისძვრა მოხდა


image



ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7, 4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. გეოლოგიური სამსახურების ცნობით კუნძულსა და მის მეზობელ ქვეყნებში მოსალოდნელია ცუნამი.




აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობს ტაივანის ქალაქ ჰუალიენიდან სამხრეთით, დაახლოებით, 18 კილომეტრში.




იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ცუნამის 3 მეტრამდე ტალღები მოსალოდნელია იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს დიდ ტერიტორიებზე.





ფილიპინების სეისმოლოგიურმა სააგენტომ ხალხი ცუნამის საშიშროებაზე გააფრთხილა.




ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ბიძგები იგრძნობოდა ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციის ფუჯიანის ნაწილებშიც.





წყარო: BBC



0
129
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0