x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134351
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
4 ცნობილი ქალი, რომელმაც შეურაცხყოფისა და დამცირების მიუხედავად ცხოვრების ძველებურად გაგრძელება შეძლო

image


ცნობილი სახეები საკუთარ პოპულარობაზე პასუხისმგებელნი რომ თავად არიან ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა მოგეხსენებათ, რომ შავი პიარიც - პიარია. ამ ცნობილი ქალბატონების შემხედვარე უნებურად ერთი აზრი გებადება: "როგორ შეძლეს მათ ამ სკანდალის გადაგორება და ცხოვრების თავიდან დაწყება?" გთავაზობთ, მშვენიერი სქესის 4 წარმომადგენელს, რომელმაც საკუთარი დამცირებისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, მაინც შეძლო კვლავ ფეხზე წამოდგომა და ცხოვრების თავიდან დაწყება.


ლინდსი ლოჰანი


image


რამდენიმე წლის წინ, სკანდალურად ცნობილმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლინდსი ლოჰანმა გადაცემაში - "Watch What Happens Live" ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა და სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ საკმაოდ ღიად და დეტალურად ისაუბრა. მსახიობს არც ინტერნეტში გავრცელებულ იმ კადრებზე მორიდებია საუბარი, სადაც მისი ყოფილი მეგობარი მამაკაცი, იგორ ტარაბასოვი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა: "ეს ჩემი პირველი ურთიერთობა იყო, სადაც მცემდნენ - აღიარა გულწრფელად მსახიობმა, თუმცა გამიმართლა, ვინაიდან შემიძლია ხმამაღლა ვისაუბრო იმაზე, რაც მოხდა, იმიტომ რომ ოჯახში ძალადობის ბევრ მსხვერპლ ქალს ასეთი შესაძლებლობა არ აქვს."



ჯენიფერ ლოურენსი


image


2014 წელს ჰაკერებმა ვარსკვლავების "iCloud" – ის ანგარიშები გატეხეს, რომელთა შორის "შიმშილის თამაშების" ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოურენსიც აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ზემოაღნიშნულ ინტერნეტ სერვისზე მსახიობი დიდი რაოდენობით შიშველ ფოტოებს ინახავდა. სელებრითმა აღნიშნული სიტუაცია შემდეგნაირად შეაფასა: "მხოლოდ იმიტომ რომ მსახიობი და საჯარო პირი ვარ არ ნიშნავს რომ ვინმეს მსგავსი რამის გაკეთება შეუძლია. ეს იყო ჩემი პირადი სივრცის დარღვევა. მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია ვინ ნახავს ჩემს შიშველ ფოტოებს და ვინ არა. როდესაც ეს მოხდა, ძალიან შეშინებული ვიყავი, ვინაიდან არ ვიცოდი ეს ინციდენტი როგორ იმოქმედებდა ჩემს კარიერაზე. რამდენიმე დღე გაუჩერებლივ ვტიროდი და ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვიყავი".


ემბერ ჰერდი


image


ამერიკელმა მოდელმა და მსახიობმა ემბერ ჰერდმა თავის ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ჯონი დეპი სცემდა, თუმცა მსახიობის ყველა ახლობელი, მათ შორის ვარსკვლავის ყოფილი მეუღლე ვანესა პარადიც ამტკიცებდა, რომ ჯონს მსგავსი ძალადობის ჩადენა არ შეეძლო. მაშინ ლოგიკური კითხვაც ჩნდება: "მაშ, საიდან ჰქონდა ჩალურჯებები სახეზე ცნობილ ლამაზმანს?"


ჰილარი კლინტონი


image


ამ გახმაურებული სექს - სკანდალის შესახებ ალბათ ყველამ ზეპირად იცის: როგორც ცნობილია, ამერიკის 42- ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი მეუღლეს მონიკა ლევინსკისთან ღალატობდა. თუმცა, ჰილარი მეუღლისა და მისი ცნობილი საყვარლის საჯარო შეურაცხყოფამდე არასდროს დაცემულა, პირიქით, ის ბილთან ერთად სხვადასხვა სახის მიღებებსა და ღონისძიებებზეც სულ უფრო აქტიურად ჩნდებოდა და მას, სხვების თავდასხმებისგანაც აქტიურად იცავდა.







0
262
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
262