ასტროლოგია დღეს და შემდეგი 2-3 დღე ფრთხილად იყავით - ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს 2019, 2 ივლისი, 22:00 ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მზის დაბნელებასა და ახალმთვარეობაზე წერს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს. ცაგარელის თქმით, ეს დღეც და შემდეგი 2-3 დღეც ფრთხილად და გაორმაგებული ყურადღები უნდა გაიაროთ. მისივე თქმით, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება 25 ივლისამდე გადადეთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქმე არ ითხოვს, ასჯეთ და ათასჯერ გადაამოწმეთ ის. "სიკეთეს და სიყვარულს გისურვებთ ჩემო მეგობრებო, და კიდევ ერთელ შეგახსენებთ, რომ ხვალ 2 ივლისს არის მზის დაბნელება და ახალმთვარეობა! იყავით ყურადღებით, მშვიდად გაატარეთ ეს დღე და შემდეგი 2-3 დღე ფრთხილად, გაორმაგებული ყურადღებით... ვინც მედიკამენტებს იღებთ დროულად მიიღეთ არ დაგავიწყდეთ... ნუ გადაიღლებით და ნუ გადაიქანცებით ამ დღეს... სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება გადადეთ 25 ივლისამდე, თუ არ ითმენს საქმე, მაშინ ათჯერ და ასჯერ გადაამოწმეთ ყველაფერი, რათა რაიმე არ გამოგრჩეთ და შემდგომ პრობლემა არ შეგექმნათ... პოზიტიურობა, ლოცვა, შინაგანი სიმშვიდე, მსუბუქი წახემსება ( ნუ გადაიტვირთავთ მძიმე საკვებით ორგანიზმს) ... მოერიდეთ შეძლებისდაგვარად მზის ნეგატიურ სხივებს და ყველაფერი საუკეთესოდ გაივლის... ბედნიერებას, სულიერ სიმშვიდეს და კეთილგანწყობას გისურვებთ დიდი პატივისცემით!" ახალმთვარეობა, მთვარის ფაზა, როდესაც მთვარე დედამიწის ირგვლივ გარემოქცევისას დედამიწასა და მზეს შორისაა მოქცეული. ამ დროს მთვარე უჩინარია, ვინაიდან დედამიწისაკენ მიქცეულია მისი გაუნათებელი მხარე, მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ, საღამოს, დასავლეთის ცაზე ვიწრო ნამგალივით გამოჩნდება. ახალმთვარეობა – ცხოვრების ახალი ციკლია. ამიტომ მილიონობით ადამიანს სწამს, რომ ამ დროს ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად ასრულდება. ჰოდა, დღევანდელ დღეს სურვილის ჩაფიქრების დროს ფრთხილად იყავით .... წარმატებულ დღეს გისურვებთ!! შემოდის ძალიან რთული პერიოდი, 2 ივლისიდან - ცაგარელის საგანგებო მიმართვა და გაფრთხილება1672 1-ს მოსწონს
|