ცნობილი ადამიანები ისლამი 27 ოქტომბერი 2020, 17:03:59 "უეჭველად, რომელნიც იბრძვიან ალლაჰისა და მისი შუამავლის წინააღმდეგ და ცდილობენ უკეთურება გაავრცელონ ამქვეყნად, მათი საზღაური ისაა, რომ მოკლული უნდა იქნან ისინი ან ძელზე უნდა იქნან გაკრულნი, ან ხელ-ფეხი უნდა მოეკვეთოთ მოპირდაპირე მხარეებზე, ან ამ მიწა-წყლიდან (მუსლიმური სივრციდან) უნდა იქნან გაძევებულნი. ასეთია მათი სასჯელი აქ და მწარე სასჯელი ელით საიქიოში"
ყურანი 5:33 ორიგინალი სურათი 1 1-ს მოსწონს ყურანი 5:33
1
|
|
"ამისთვის დავუწერეთ (მე, ალლაჰმა) ისრაელის შვილთ (ებრაელებს), რომ ვინც მოჰკლას ადამიანი არა ადამიანის წილ და არა ქვეყანაზე უკეთურების გასაწმენდად, თითქოსდა მთელი ხალხი ამოეწყვიტოს. და ვინც ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, თითქოსდა მთელი ხალხისთვის შეენარჩუნებინოს სიცოცხლე".
ჯერ ერთი ამ აიათიდან გამოდის, რომ ადამიანის მოკვლა შეიძლება თუ თვლი რომ ამით ქვეყანაზე უკეთურების გავრცელებას უშლი ხელს, ან ასევე შეიძლება მოკვლა ადამიანის თუ შურისძიების მიზნით კლავ.
თუმცა კარგი, დავუშვათ, რომ მოსაწონი და კარგი აიათია ზემოთ მოცემული ტექსტი. ზუსტად ამავე აიათის შემდეგ მოდის შემდეგი აიათი, რომელიც ამბობს:
"უეჭველად, რომელნიც იბრძვიან ალლაჰისა და მისი შუამავლის წინააღმდეგ და ცდილობენ უკეთურება გაავრცელონ ამქვეყნად, მათი საზღაური ისაა, რომ მოკლული უნდა იქნან ისინი ან ძელზე უნდა იქნან გაკრულნი, ან ხელ-ფეხი უნდა მოეკვეთოთ მოპირდაპირე მხარეებზე, ან ამ მიწა-წყლიდან (მუსლიმური სივრციდან) უნდა იქნან გაძევებულნი. ასეთია მათი სასჯელი აქ და მწარე სასჯელი ელით საიქიოში"
ყურანი 5:33