x
ცნობილი ადამიანები
რა არის ტეფი? - ვარსკვლავებმა ჯანმრთელობის ახალ უნიკალურ საშუალებას მიაგნეს
1
რა არის ტეფი? - ვარსკვლავებმა ჯანმრთელობის ახალ უნიკალურ საშუალებას მიაგნეს
ინფორმაცია კომენტარებშია
36
2-ს მოსწონს
ინფორმაცია კომენტარებშია
ავტორი:ანა წილოსანი
ანა წილოსანი
36
  
2014, 3 მაისი, 11:18
ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებს, რომელთა შორის ცნობილი ვარსკვლავები გვინეტ პელტროუ და ვიქტორია ბექჰემი არიან, ახალი უნივერსალური საშუალება გაუჩნდათ - ჩვენში ნაკლებად ცნობილი მარცვლეული ტეფი, რომელიც ეთოიოპიაში ათასწლეულების წინაც ხარობდა, თუმცაღა იქ ძირითადად საქონელს კვებავდნენ.

აღმოჩნდა, რომ ამ საოცარ მარცვლეულში ძალიან ბევრი არის ცილა, კალციუმი, რკინა, ძვლებისთვის, კანისთვის და შემაერთებელი ქსოვილებისთვის აუცილებელი ნივთიერებები. გარდა ამისა, ის აბსოლუტურად არაალერგიულია და არც ძალიან კალორიული. ამ უკანასკნელი თვისების გამო მას აქტიურად იყენებენ დიეტებში, როგორც წონის დასაკლებ პროდუქტს.

ამ მარცვლეულს ამატებენ ფაფებში, მისგან აცხობენ პურს, ორცხობილებს, ასევე ურევენ სხვა მარცვლეულსა თუ ბურღულეულთან.

რა არის ტეფი? - ვარსკვლავებმა ჯანმრთელობის ახალ უნიკალურ საშუალებას მიაგნეს

ტეფს ბოლო დროს სულ უფრო მეტი პოპულარობა ეწვია. აქამდე ძირითადად სპორტულ დიეტებში იყენებდნენ, თუმცა მას მერე, რაც ცნობილი ადამიანები მიეძალნენ, ბევრ ქვეყანაში გაიზარდა ამ მარცვლეულზე მოთხოვნა. ისიც აღმოჩნდა, რომ ამ მარცვლეულს შეუძლია სისხლში გლუკოზის დონის გაკონტროლება, რის გამოც ის განსაკუთრებულად რეკომენდებულია მეორე ტიპის დიაბეტის მქონე
0 1 1