რეპორტაჟი მასობრივი თაღლითობა თბილისში - მოსახლეობისგან ფულის აკრების უკანონო ფაქტები 9 აპრილი 2014, 00:05:29 თბილისის მოსახლეობა ბოლო დროს სადეზინფექციო აფიორის მსხვერპლი აღმოჩნდა. საცხოვრებელ კორპუსებში გამოჩნდნენ დეზინფექციის მომსახურების სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობას ეუბნებიან, რომ სადარბაზოებში მღრღნელების, მწერებისა და ქვეწარმავლებისგან თავდაცვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ, რისთვისაც თითო ოჯახიდან თითო ლარს კრებენ. 60 4-ს მოსწონს
60
|
|
იურისტების თქმით, კერძო კომპანიას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს დეზინფექციის სამუშაოების ჩატარების უფლება, თუ მათ მოსახლეობისგან ან რომელიმე დაწესებულებისაგან კონკრეტული დაკვეთა ექნებათ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ისინი მოსახლეობას აკითხავენ არა საკუთარი მომსახურების შესათავაზებლად, არამედ მოსახლეობასთან შეუთანხმებლად დაგეგმილი სამუშაოების შესრულებისათვის ფულის ასაკრეფად.
თავად "დეზინფექციის სამსახურში" აცხადებენ, რომ სიცივეების დადგომასთან ერთად თბილისში მღრღნელებისა და მწერების პრობლემა გამძაფრდა და სადეზინფექციო სამუშაოებსაც სწორედ ამ მიმართულებით ატარებენ.