რეპორტაჟი ლგბტ-ს მიერ ინტერნეტის ცოცხალი ლეგენდის ბრენდონ ეიჩის დევნა 20 მაისი 2014, 15:39:08 არ ვიცი გაგიგიათ თუ არა ბრენდონ ეიჩის სახელი, თუმცა მისი შრომის შედეგით ყველა ვსარგებლობთ, ვისაც ინტერნეტთან გვიწევს შეხება. ეს არის ინტერნეტის ცოცხალი ლეგენდა, firefox-ის დამაარსებელი და ჯავა სკრიპტის შემქმნელი, ურომლისოდაც თანამედროვე დინამიური და წარმატებული საიტების შექმნა წარმოუდგენელი იქნებოდა. ორიგინალი სურათი 13 3-ს მოსწონს
13
|
1099.00
k
1499.00
k
|
კაცი უმუშევარი დაუტოვებიათ
მის წინააღმდეგ აგორებული სიძულვილისა და ფობიის ტალღა ისე იყო ორგანიზებული, რომ ზოგიერთმა კომპანიამ აკრძალა მისი საიტის მონახულება firefox ბრაუზერით.
ინტერნეტში შედგა 70000 ხელმომწერთა სია, სადაც ეიჩს მოუწოდებდნენ გადამდგარიყო მისი ანტილგბტ პოზიციის გამო. ასეთი ჰომოფობიური სიძულვილის მსხერპლად იქცა ეს კაცი და მან გადაწყვიტა firefox-ის მისია, ღია ინტერნეტით სარგებლობის უფლების მიზანი, სასწორზე არ დაედო.
2014 წლის აპრილში მან დატოვა firefox-ი.
დღეისათვის ბრენდონ ეიჩი უმუშევარია. სამომხმარებლო და აგრესიულად მოპროტესტო "ტოლერანტული" საზოგადოება კი ჯაყოს ჟინით აღვსილი უსირცხვილოდ აგრძელებს იმ ინტერნეტით სარგებლობას, რომელიც ეიჩის ჯავა სკრიპტის გარეშე ისეთივე უსიცოცხლო და ერთფეროვანი იქნებოდა როგორიც ერთსქესიანთა ურთიერთობაა.