გთხოვთ თავი შეიკავეთ უაზრო კომენტარებისაგან, ყველამ თქვენ საქმეს და საკეთებელს მიხედეთ, საფლავზე ღრეობას არავინ მართავს, შესანდობარს კი ყველა ამბობს და უთქვამც კიდეც ცინა თაბასაც.
ქელეხი ბატონო გუგუნა ოდითგანვე არსებობდა, მაგრამ დღევანდელი ღრეობისგან განსხვავებით ქელეხი შესანდობარის თქმას და შორი გზიდან მოსულ მოტირალთა დაპურებას ნიშნავდა. რა სანოვაგეც დარჩებოდა იმას გაჭირვებულებს ურიგებდნენ. ეს იყო ქელეხის არსი ოდითგანვე საქართველოში. დღეს უბრალოდ ღრეობას დაემსგავსა და მეტს არაფერს. აი ესაა დღევანდელი რეალობა. ქელეხის გადახდის საჭიროებას თქვენ რას ეძახით არ ვიცი, მაგრამ რელიგიურად მიცვალებულის შესანდობარი უნდა თქვა და სულაც არაა ამისთვის ქელეხი და სუფრის გაშლა საჭირო. ეკლესია ხარჯს არ მოითხოვს, შეგიძლია მცირე საკურთხი გაამზადო, მამაოს პარაკლისი გადაახდევინო და შემდეგ გინდ სტუმარი დააპურე და გინდ გაჭირვებულებს დაურიგე.
თუ ასეა გუგუნა, მაშინ აქ კომენტარები წაიკითხე... აქ იმაზე არვინ ამბობს,რომ მიცვალებული არ უნდა მოიხსენიონ, მაგრმ ის რადაც "ქელეხი" იქცა , ის უკვე მარაზმი და მიცვალებულის შეურაცხყოფაააა.... ღრეობასი, რომ გადადის ...
მართალი ხარ... მახინჯი ტრადიციააა. ჩემი აზრით გასვენების შემდეგ ძალიან შჰინაურ წრეში უნდა აიწიოს ერთი ჭიქა სულის მოსახსენებელი და მორჩეს მანდ... მაგრამ ქართველს მიზეზი მიეცი და სულ არ ადარდებს რა ხდება, განსაკუთრებით 4 ჭიქის შემდეგ...
შესძლოა ეგრეა მაგრამ ფაქტი ძმაო ხომ მეორეა?რაც აღნიშნული იყო ქვემო კომენტარებში?და არამარტო ჩემ მიერ მაგრამ რატომღაც მე ამომარჩიე საპპასუხოდ.ერთია მნიშვნელობა და მეორე ა მოქმედება,ფაქტი კი ისაა რომ ერთმანეთს ეს ორი რამ აცილებულია საკმაოდ ძალიან