x
image
ლიცი
Mediator image
იუმორი
გული არ ბერდება, არა!
9
გული არ ბერდება, არა!
198
27-ს მოსწონს
ავტორი:ლიცი
ლიცი
Mediator image
198
  
2013, 24 მარტი, 17:34
რაკაია:
2013, 24 მარტი, 13:41
რა საყვარელი მოხუცია :)))))
2013, 24 მარტი, 12:40
მეც მომეწონა
2013, 24 მარტი, 12:40
უმაგრესი ფოტოა :))))
2013, 24 მარტი, 11:29
კარგად ეწერება მასალის შინაარსში,

მადლობა
2013, 24 მარტი, 11:25
თემურ წიკლაური - გული არა ბერდება
მუსიკა ჯ. ბაღაშვილის

ეს ცხოვრება მალულად დოღია და მარულა,
ჩემი რაშიც მიჰქრის, არა ჩერდება,
მერე რა რომ ჭაღარა თმაში შემოპარულა,
გული, გული, თურმე არა ბერდება.
აშოლტილი ასულის, სილამაზე ზღაპრული,
დამზაფრავს და თვალი დამიბნელდება,
სინდის-ნამუს შეძრული, თავს ვიმართლებ ბედკრული,
რა ვქნა ძმაო, გული არა ბერდება.

თუ ვტირივარ, გულის ნებით ვტირივარ,
გულიდანვე გულიანად ვმღერივარ,
ასი წლისაც არ ვიქნები ბებერი,
გული შემრჩეს ოღონდ უბერებელი,
გული შემრჩეს ოღონდ უბერებელი.
რასაც მხედავთ ისა ვარ, ვისგანა ვარ - ღვთისა ვარ,
სული ჩემი ვერ გადასხვაფერდება,
დრო მოვა და მიუვალ მისავალი მისავალს,
იქაც ვიტყვი, გული არა ბერდება.
გულის გული, გულის თქმა, გულის ყური, გულის ხმა,
გულნატკენი ისევ გულით მორჩება,
დაგიამებს იარებს, აგარიდებს სიავეს,
თუკი გული გულიანად ირჯება.

ეს ცხოვრება მალულად დოღია და მარულა,
თავის საჭით, თავის მეთაურითა,
გულს მიენდე, რბოლაში იმარჯვებენ გულითა,
განა რაშით, განა ბედაურითა.
გულის გული, გულის თქმა, გულის ყური, გულის ხმა,
გულნატკენი ისევ გულით მორჩება,
დაგიამებს იარებს, აგარიდებს სიავეს,
თუკი გული გულიანად ირჯება.
2013, 24 მარტი, 11:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 24 მარტი, 11:21
საინტერესო და ცოტა სევდიანი ფოტო
0 1 9
ცუდი კომბინაცია
ჩვენება: 6995
ავტორი: ლიცი