ჯანღმა დაჰფარა ქვეყანა
მკვდარნი საფლავში სტირიან; ია არ მოჰყავს გაზაფხულს, ამოვარდნილა ძირიან. ხეს არ მოუსხამს ფოთოლი, მთა აღარ ამწვანებულა; სიტკბოთ ნაქები თაფლიცა წამხდარა, გამწარებულა. მზე ვეღარ ათბობს ქვეყანას, მიმქრალა, გაშავებულა. მატლად ირევა ჩემს თვალ-წინ, რაც ქვეყნად დაშავებულა. გუნდი ცოდვათა წყეული, ავსულთა ჩანადინარი, მეხვევა თვალში და გულში, სისხლს მადენ...
2015, 19 სექტემბერი, 16:42
|
|