ქალკიოპე, ან ხალკიოპე (Chalciope) იყო აიეტის ასული, მედეას და, ფრიქსეს მეუღლე, კეთილი ქალი, მზრუნველი და და დედა, რომელმაც შვა 4 კოლხი პრინცი: არგოსი, მელასი, ფრონტისი და კიტისორე. ფრიქსემ ოქროს საწმისი უსაჩუქრა აიეტს, ხოლო აიეტმა ფრიქსეს ქალკიოპე მიათხოვა. აპ. როდ. არგ. 2, 1169; 3, 248...; სხვა ვერსიებით ფრიქსეს ცოლია აიეტის ასული იოფოსა, ან ევენია, ზედწოდ...
ჩხუდანი (სვ. ჩხუტ - კენჭი, ქვა) - წმინდა ქვა, სახლის კერპი, კა, ვითინი, ფიქალის დაფა "ქორა მეზირ" (სახლის სალოცავი), "ბაჩი გვიგვ" (ქვის გული), ნივთიერი კულტურის ძეგლი, ქალთა სალოცავი, ანთროპომორფული ღვთაების საკულტო განსახიერება სხვადასხვა ფორმისა. დღესაც ინახება ზოგი ძველი სახლების სარდაფში, გომურში, სადაც გარკვეულ დროს ლოცვით მიმართავენ მორწმუნენი, როცა ქვა...
ქართული მითოლოგიის ერთ-ერთი ნათელი სახე არის ხოგაის მინდი, ვაჟა-ფშაველას მინდიას პროტოტიპი "გველის მჭამელი". იდუმალებით მოცულ თქმულებათა გმირი, ნახევრად ღმერთი, რომლის დაბადებასა და "გვიან სიკვდილში" ერევიან ბუნების ძალნი, ცა და მზე: "ხოგაის მინდი კვდებოდა, მზე წითლდებოდა, ცხრებოდა, ცა ჭექდა, მიწა გრგვინავდა, სული გვიანა ჰხდებოდა. ჩამოდიოდა ვარსკვლავი, მთვარე უკუღმა დგებოდა, ...
ჯადოქრობა, მაგია (Magie, ars magica, Zauberei, Magic) - რელიგიებამდელი და მის შემდგომი დამკვიდრებული რწმენა, რაც ზებუნებრივი, მაგიური ძალით საგნებზე და მოვლენებზე ზემოქმედებას ცდილობს და შესაძლებლად თვლის. მაგია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, იმ დროიდან, რაც ადამიანმა ღრმა აზროვნება დაიწყო. ადამიანი ბუნების ძალთა, მოვლენათა, საგანთა ბატონი ხდება, რაც...
|
|