თორღვა ძაგანი ხევსურული მითოლოგიის გმირია, ზესკნელ-ქვესკნელში ერთგვარად გამოჩენილი, შეუპოვარი, მოუსვენარი, დაუდგრომელი, მეამბოხე, იმდენადვე მამაცი, რამდენადაც დროდადრო მოძალადე და მოიერიშე თუნდაც იმ მოსაზრებით, რომ "თავის სიცოცხლე ვაჟკაცმა რო ვერ დაცადოს, ბრალია". ხევსურულ პოეზიაში ხშირად გვხვდება ეს სახელი. შესაძლოა სხვადასხვა, მაგრამ ზოგად ხაზებში მაინც...
იბერია - ასე ეძახდნენ ძველი, განათლებული ხალხები ახლანდელ საქართველოს იმ ნაწილს, რასაც ესაზღვრებოდა დასავლეთით კოლხეთი, მესხეთის, მოსხის მთები, ჩრდილოეთით კავკასიონი, აღმოსავლეთით ალბანეთი (ალბანია, ალაზანი), სამხრეთით კი - არმენია. ასეა ნაჩვენები ძველ რუკებზეც, ახალ დრომდე. მაგალითად პუცგერსის დიდ ისტორიულ ატლასში (მეოცე გამოცემა, ლაიპციგი, 1895), მხოლოდ ბო...
2019, 16 დეკემბერი, 18:23
კვირა, კვირე, იგივე კვირია ერთ-ერთი უძველესი ქართული მითოლოგიური სახეა. მორიგე ღმერთის ძე, ღვთისშვილი, მისი ნასახი, დევთა და ქაჯთა რისხვა, ხმელეთის მოურავი. ამ ძლიერი ღვთაების კულტი უფრო ფშავ-ხევსურეთსა და სვანეთში შემორჩა ("მეორე სანთელ-ჭიქა-ბარძიმითა შენ გადიდას, გაგიმარჯოს, დიდო კვირეა", ხევს.). წარმართულ სვანურ სიმღერებში ისმის მხოლოდ ცალკეული სიტყვები: "კვირი...
2019, 17 დეკემბერი, 20:11
კავკასია
(ეძღვნება ყველა კავკასიელს)
იბერიული, კავკასიური,
არც ევროპული, არც აზიური,
არავის მსგავსი სისხლი ციური,
ერთჯიშიანი, ერთრასიული.
მრავალტანჯული, მრავალხმიანი,
ვაინახი და თუში სვიანი,
ლეკი - აფთარი, მარად ხმლიანი,
კახეთი - ხმალი მარილიანი,
ჩეჩენ-ინგუში - უდრეკი ქედი,
ოსი - მოსული და ჩვენი ბედი,
...
2019, 19 დეკემბერი, 14:18
კოლხეთი, იგივე კოლხიდა (Colchis, Colchidos, Kolchis, Kolchidos) - ძველი საქართველო, მისი დასავლეთი ნაწილი, შავიზღვისპირეთი. სახელწოდებას ივანე ჯავახიშვილი უკავშირებს მტკვრის ზედა წელის მხარის, ძველი საქართველოს ისტორიული ნაწილის, კოლას სახელს, ხოლო ძვ.წ. მე-8 საუკუნეში ბერძენთაგან პირველი ავტორი, პოეტი-ეპიკოსი ევმელოს კორინთელი პირველად ახსენებს "კოლხეთის მიწას". ჰესიოდე ახსენებს ...
2019, 20 დეკემბერი, 12:30
პასიფაე (Pasiphae, Pasiphaessa; პასიფაი, პასიფაია, პასიფესა - "ყოვლის მანათობელი, ყოველთა სხივმფენი) იყო კრეტის კოლხი დედოფალი, კრეტის დიდებული მეფის, მინოსის მეუღლე, აფროდიტეს ნათესავი, ჰელიოსისა და პერსეიდის (ჰეკატეს) ასული (ან შვილიშვილი), კირკეს, პერსეს და აიეტის დაი. მინოსისგან პასიფაეს ჰყავდა შვილები: აკაკალისი (Acacallis), არიადნე (Ariadne), ანდროგ...
პრომეთე (Prometheus, Prometheos - "წინადახედული", "წინასწარმეტყველი", "შორსმჭვრეტელი", პრომეტჰეია - სიფრთხილე, წინდახედულობა, ზრუნვა) იყო ტიტან იაპეტისა (Iapetus) და ოკეანიდ კლიმენეს (Clymene) ძე. პრომეთეს ძმები კი იყვნენ: ეპიმეთე (Epimetheus), ატლასი (Atlas) და მენეტევსი (Menoetius). პრომეთე იყო უგონიერესი ტიტანი, კაცობრიობის კეთილისმყოფელი, ციდან ცეცხლის მომტაცებელი, კაცთა მოდგმ...
მორიგე არის გამჩენი, უზენაესი ღმერთი ძველ ქართულ მითოლოგიაში, ცის გამგებელი, "ბედის ბედაურის მფლობელი", დედამიწის, მზის, მთვარის, ვარსკვლავების, გალაქტიკების, სამყაროთა და ღვთისშვილთა დამბადებელი. თავისი შექმნილი კაცობრიობის ქომაგი და ადამიანთა მჩაგვრელი ავსულების დამსჯელი (ავსულები მორიგეს დამ შექმნა, მისმა მოწინააღმდეგემ, იხ. "ფშავ-ხევსურული მითი სამყაროს შექმნის შესახებ"...
2019, 22 დეკემბერი, 10:41
გე, გეა (Ge. Ga, Gaia; ეგვ. გებ - მიწა; სანკრიტზე გამ, გმა; ლათინურად ჰუმ, გოტ, გუმ; სვანურად - გიმ; ქართული ქალღმერთი - გაიმ, დედა მიწა) - 4.6 მილიარდი წლის ჩვენი უმშვენიერესი პლანეტის - დედამიწის ქალღმერთი, ღმერთთა, ტიტანთა, ურჩხულთა და ბუმბერაზთა მშობელი. ჰელიოსის ბებია, აიეტის დიდი ბებია. გეას სახე ისეთივე მტკიცე და იდუმალია, როგორც თავად დედამიწა. ჰესიოდეს თეოგონი...
2019, 22 დეკემბერი, 14:31
|
|