დედა როგორ ხარ, ძალიან მომენატრე... ხუნხუა, სინგი, ტუნგი, ლიო, სეენდი, დაოლი, კიმი და ოჯახის სხვა წევრებიც მენატრებიან. რომ ჩამოვალ, ისეთ ნასკებს და საცვლებს ჩამოვუტან, ათჯერ შეუძლიათ ჩაიცვან და არ დაიხევა... ეხლა ღამის 11 საათია. ჩემს მეზობლად მოხუცი კაცი გარდაიცვალა, ქელეხია და მთვრალი ჭირისუფლები მღერიან. მაინც არ მაძინებენ და გადავწყვიტე წერილი მოგწერო...
მარომ იყიდა ყველანაირი გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკა, გაიკეთა მაგარი მაკიაჟი და ქმარს გაეკეკლუცა:
- მიხო რომ არ მიცნობდე, რამდენ წელს მომცემდი?
- სახითა - ოცს, თმითა - თვრამეტს, აი, ტანითა კიდევა - სულაც თექვსმეტს...
- ჰოდა, მოდი, მიხო, მაგ ოქროს სიტყვებისთვინა უნდა დაგაჯილდოვო.
- მაიცა, ქალო, ბოლო პასუხი არ მითქვამს, ეგრე უცბად ვერ მივუმატე ყველაფერი ერთმანეთსა...
|
|