x
image
გიკა115
ანეგდოტები
image ჭიჭიკიას და მის ცოლს გვარის გამგრძელებელი ბიჭის ლოდინში ექვსი გოგო შეეძინათ. ჭიჭიკიამ ერთხელ მეზობელს შესჩივლა, რა წყალში გადავვარდე, არ ვიციო. მეზობელმა ასწავლა, ცოლთან ამა და ამ დღეებში დაწექი და ბიჭი გეყოლებაო. ჭიჭიკიამ დაუჯერა და 9 თვის შემდეგ მის ცოლს მართლაც ბიჭი ეყოლა. ახლობლები ულოცავენ და ეკითხებიან:

- ექვსი გოგოს შემდეგ საიდან ბიჭი?

- მეზობელი დამეხმარა, ბატონო, იმას გაახარებს ღმერთი!

- ეუბნებოდა ყველას გახარებული ჭიჭიკია.





მიხო ავტობუსში ავიდა. მძღოლი ეჩხუბება:

- რამდენჯერ გითხარი, ავტობუსში ცხვარი არ ამოიყვანო მეთქი!

- ეს ცხვარი კი არა, მაღარიჩია! ცხვარი თბილისში, უმაღლესში აბარებს!




მოხუცი ქალი ექიმთან შედის:

- ექიმო, უცნაური დაავადება მჭირს. თუ დავჯდები, ვზივარ, ვზივარ და ვზივარ. თუ დავწვები, ვწევარ, ვწევარ და ვწევარ.

- კარს ხომ ხედავ, ბებო? ჰოდა, წადი, წადი და წადი.

0
128
4-ს მოსწონს
ავტორი:გიკა115
გიკა115
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0