ღამეა ბნელი, სიჩუმეა ჩვენი.
ძმები ვზივართ, ვსვამთ და ვმრერით,
მოგონებებს ჩვენ ჩვენსას ვყვებით:
პირველი სიტყვა,
პირველი ლოცვა,
პირველი სიყვარული,
პირველი კოცნა.
ბავშვები ვიყავით,
ცხოვრებას მივყავდით.
ჩვენი სითბო, ჩვენი სიმართლე, ბავშვობიდან მოდის სინათლე.
ტკბილი ბავშვობა წამებს დაშორდა,
დაშორდა იმას
რაც არ ახსოვდა.
დროც ბევრი გავიდა,
ბევრიც წაიღო, ...
შენ ჩემგან შორს ხარ,
და მენატრები.
ანგელოზი ხარ
ცას მივაგენი,
გული ფეთქავს,
მე შენს ხმას ველი,
ცხოვრების კიბეს
ნელა ავყვები,
მე ცის კარებს შემოვაღებ,
და ანგელოზებში
გულის ფეთქვით ჩემსას მივაღწევ,
ლექსებს მივუძღვნი შენ სილამაზეს,
შენ სიწმინდეს ხელით ვატარებ.
2012, 25 სექტემბერი, 14:57
|
|