ღამეა ბნელი, სიჩუმეა ჩვენი.
ძმები ვზივართ, ვსვამთ და ვმრერით,
მოგონებებს ჩვენ ჩვენსას ვყვებით:
პირველი სიტყვა,
პირველი ლოცვა,
პირველი სიყვარული,
პირველი კოცნა.
ბავშვები ვიყავით,
ცხოვრებას მივყავდით.
ჩვენი სითბო, ჩვენი სიმართლე, ბავშვობიდან მოდის სინათლე.
ტკბილი ბავშვობა წამებს დაშორდა,
დაშორდა იმას
რაც არ ახსოვდა.
დროც ბევრი გავიდა,
ბევრიც წაიღო, ...
მადლობა, დედი,
რომ ასე მშვიდი,
რომ ასე თბილი დღეებით მზარდე,
მე ახლა უკვე შენს მკერდს ავცილდი
და ასე, ვფიქრობ, ავაღწევ ცამდე,
ჩემი ცხოვრება ავაწყე ნათლად,
მაგრამ რაც უნდა ვიარო აღმა,
მე ერთი რწმენა ვატარო უნდა:
დედილო, როგორც წინათ და ახლაც,
ჩემზე მაღალი იქნები მუდამ.
2012, 19 სექტემბერი, 12:17
|
|