სული ცოდვილი ცოდვილს სული ამიმაღლდა, სიზმრად გზა-კვალს საღმრთოს ვხედავ, იღბალი რაც გაღმით მახლდა, ივარგებდა სამოთხედაც, ჭილ-ყვავებმა უღმრთოდ წეწეს, მძორი, სული ვერ დაფლითეს, ღრუბლებს შინა ეშმაც სწერს წესს, ისეთს, გიჟსაც გაგაფითრებს
ყველა ცოდვა სჯობს აქ ითქვას, სული ხიბლშიდ ძლივს ჩავტიე, გავიმეტებ მძორს საჯიჯგნად, ღმერთო სული მიპატიე. ...
შუადღე ისევ ისეთი გველის შუადღე, თავს მოგვაბეზრებს პაპანაქება, როცა ნიავი მტვერში შუკას სდღვებს, გგონიათ ასეთს პაპა აქებდა? ისევ ასეთი გაიჯეჯილებს, ისევ დაგვატყობს თავის მსახვრალ ხელს, აგრე დიდგულა გაშლის ფრთებს ჯიბრზედ, და დააცხრება წიფელს ახლაც ხმელს, დაუკითხავად ჩვენდა იმეფებს, ძირში გაახმობს საწყალ ხეს წიფლის, დაეკითხება ახლაც იმ ერთ ღმერთს, ჰელიოსს, რანგში დიდი ხელმწიფის.
|
|