ქალკიოპე, ან ხალკიოპე (Chalciope) იყო აიეტის ასული, მედეას და, ფრიქსეს მეუღლე, კეთილი ქალი, მზრუნველი და და დედა, რომელმაც შვა 4 კოლხი პრინცი: არგოსი, მელასი, ფრონტისი და კიტისორე. ფრიქსემ ოქროს საწმისი უსაჩუქრა აიეტს, ხოლო აიეტმა ფრიქსეს ქალკიოპე მიათხოვა. აპ. როდ. არგ. 2, 1169; 3, 248...; სხვა ვერსიებით ფრიქსეს ცოლია აიეტის ასული იოფოსა, ან ევენია, ზედწოდ...
ფრიქსე (Phrixus - ბერძ. 1. შიში, ზარი, 2. ყალყზე მდგარი, 3. თრთოლა, თროლავი; ზღვის ფრთონვა, ატალღებული ზღვა. ჰომ. ანთ.) - შიშისა და ელდის ღმერთი. ანთ.; ორქომენის მეფის ათამანტისა (Athamas) და ღრუბელთა ქალღმერთის, ნეფელეს (Nephele) ვაჟი, ჰელეს (Helle) ძმა. როცა ათამანტმა მოკვდავი ინო შეირთო, ნეფელე გაუჩინარდა, მაგრამ შვილები არ დავიწყებია. ინომ კი, ცხადია, გერები თავიდანვე შეიძულა ...
|
|