თავი შემეზიზღა, თოკი ჩამოვკიდე, ყოველ დილით მზე რომ მაღვიძებს.
თავში ჭიანჭველას, აკროპოლისი აქვს, მათი მოძრაობა მაგიჟებს.
ჩემი არაფერი მე არ გამაჩნია, ჩემი უჩემობა მაკვირვებს.
ცივი წყალიც კი ვსვი, ფიქრიც მასზე ვცადე, დიდი არაფერი დამიტევს.
ასე ვზივარ ჩემთვის, ასაწევად ვერ ვთმობ, ფიქრი უძრავია ღამემდე.
ხარი მე არ მერჩის, მთვრალი არვუყვარვარ ჩერჩილს, მხოლოდ უძრაო...
კვირაში 7 დღე ვიღიმები. გიჟი არ გეგონოთ, უბრალოდ სახეზე მაქვს ღიმილის ფარდები, რომლებიც ჩემს მწუხარებას, სევდას და რეალურ სახეს ფარავენ. თქვენ კი, არასოდეს გიჩნდებათ სურვილი გადასწიოთ ეს ფარდები, ან საერთოდ ჩამოხსნათ. თუმცა ალბათ ასე სჯობს... დღეში 24 სთ. ვიღიმები, მაგრამ რასაც თქვენ ხედავთ კომედიაა, ისე რა სპექტაკლით, ტრაგიკომედია, რომლის ფინალს არასოდეს უცდით.ანდა ალბათ , არც აქ...
ვაიმე დედა!!! ოთახში ბნელა...
შენ კი ფოლკნერის კითხულობ დედანს..
თავში აზრების კორიანტელი,
და გაცვეთილი ფოლიანტები...
გაოფლიანდა სათვალის მინა,
ჭეშმარიტებას რომ ჩასწვდე, გინდა?
ეს ბუზიც მგონი ამაზე ფიქრობს,
შუბლზე შეჩერდა და გაირინდა.
წვიმაში, ქარში, თოვლში, სეტყვაში
დააგემოვნე აზრი სიტყვაში,
ეს ბუზი, ვიცი, ნერვებს მოგიშლის...
დაიჭირე და უბწკინე თვალშ...
|
|