x
მეტი
  • 24.05.2024
  • სტატია:134863
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509286
თუ გიფიქრიათ

თუ გიფიქრიათ? როგორც ჯერ დაუბადებელი ბავში ჭიპლარით არის დაკავშირებული დედის ორგანიზმს ისე არის ადამიანი დაკავშირებული უმაღლეს ფასეულობას ანუ სამშობლოს. ეს უხილავი ძაფები ძალიან მჭიდროდ ეკვრის ყველა თაობას, მოხუცს, ახალგაზრდას თუ ბავშვს და ყოველ მათგანს კვებავს როგორც მზრუნველი დედა თავის ნაშიერზე სიგიჟემდე შეყვარებული. ეს კავშირი ბუნებრვი და ჭეშმარიტია იმდენად რამდენადაც ადამიანები მას გრძნობენ, აღიქვამენ და აფასებენ, არავის ძალუძს გაზომოს რამხელა სითბოს და სიყვარულს გრძნობს ორსული ქალი იმ მომენტში, გარდა თავად დედისა, შვილები მანამ ვერ ხვდებიან ამ სათნოებას სანამ თავად არ განიცდიან შემდგომ იგივეს. ეს ხილული ადამიანური პროცესია რომელიც თვალნათლივ ყოველ დღე ჩვენს წინ მეორდება და მადლობა უფალს როგორღაც გრძელდება. იგივე პროცესია სამშობლოს მიმართებაშიც ოღონდ ეს უხილავად სულიერად ხდება და თუ ადამიანს მას გამოაცლი რაღა დარჩება შიგნით სიცარიელის გარდა. ცარიელ გოდორს კი ან მეზობელი გამოიყენებს როგორც უნდა ან სულაც ქარი წაიღებს და ხრამში გადეჩეხს როგორც გამოუდეგარ ნივთს. ადამიანსთვის ორივე საზრდო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მისი ცხოვრების, გონების და ჯამრთელობის განმსაზღვრელია, სხვაგვარად დეგრადირდება და ადამიანურ ფორმას კარგავს, სულერ ძალქონეს მოკლებულია, იდეების სიმწირეს განიცდის და რაღა თქმა უნდა ყველაფრის მიმართ უნდო, გამოყენებითი დამოკიდებულება უყალიბდება. როგორც დედის გამოყენება(ცუდი გაგებით) არაადამიანური საქციელია ასევე სამშობლოსი. მაგრამ რას ქვია მაინც სამშოვლო? რა არის ეს? უფრო კონკრეტალად ეს მიწაა? წყალია? მთაა? ზღვაა? თუ კიდევ რამ ნივთიერი და ფასეული? ჩემის აზრით ამ ყველაფერთან ერთად სამშობლო ადამიანის გენის განმსაზრვრელი ნაწილი და ყოველი ჩვენგანის უხცილავი ასლი. რომელსაც ჩვენ ვეღარ ვხედავთ, რომელსაც ცხადად ხედავდა ჩვენი წინაპარი. აი ეს არის სამშობლო იმ ტერიტორიასთან და ყველა სიკეთესთან ერთად, რომელიც გარს გვახვევია.
თუ გიფიქრიათ?? რომ ეს თითქოს ყოვლის გამძლე, უწყვეტი ძაფი გაწყვეტილია, რომ იმ სიყვარულით და სითბოთი აღარ ვიკვებებით, რომ მხოლოდ მთვრალებს სუფრაზე სიტყვით გვახსენდება ხოლმე სულიერი დედა და ესც იმიტომ რომ მადლიანი სითხე არ გვასვენებს, გულს გვიჩქარებს, სისხლს გვიდუღებს და გვაიძულებს ვილაპარაკოთ. სიტყვა კი რაა? ცარიელი ჰაერი რისი მაქნისია? თუ საქმეც ზედ არ მივაყოლეთ. რა თქმა უნდა ამაში გარეშე მტერს დიდი ბრალი მიუძღვის, მაგრამ ჩვენც რომ არანაკლები დამნაშაავეები ვართ ამაზე თუ გიფიქრიათ? შეილებ და საჭიროც არის კულტურის ცვალებადობა განახლება, ზეაღმავალი პროცესი ანუ პროგრესი, დახვეწა და ბუნებრივ ხელშეუვალ კანონებთან მისადაგება, მაგრამ განა ისე რომ ფუძეს მოწყიტო, ბალავერს მოაცილო და პირდაპირ ჰაერში დაიწყო უცხო კულტურის შენება, იმ ფესვებს და ფუძეს უნდა მიუსადაგო ყოველივე ახალი და მოძველებული განდევნო. ეს არის ნორმალური ადამიანების საფიქრალი.
“არ მინდა ჩემ სამშობლოს ირგვლივ ყრუ გაუვალი კედლები ერტყას, ყოველი კულტურის ქარი მინდა უბერავდეს და რაც შეილება თავისუფლად, მაგრამ არა ისეთი ფეხზე დამდგარს ძირს მანარცხებდეს, არც სხვის სახლში მინდა სტუმარივით ცხოვრება.”
მაჰათმა განდი.
როცა ასეთი რამ ხდება ადამიანში იღვიძებბს ყოველი მანკიერი თვისება, ბოროტებას დიდი გასავალი აქვს, რადგან უმთავრეს საზრდოს ვერ იღებს, სულ რაღაცის უკმარისობას განიცდის, იმას ხვდება რომ შიგნით რაღაც აკლია, მაგრამ რა ამას ვერ მიმხვდარა. თუ უფალი ჩვენი ფასეულობათა თავშია სამშობლო მეორე ადგილზეა შეუდავებლად და თუ მოირყა ერთი მათგანი მეორეც თან მიჰყვება სულ მალე და ამას თქვენც ამჩნევთ. იტყვიან ვისაც თავის მშობელი არ უყვარს სხვისას ვერ შეიყვარებსო, თუ მეთანხმებით მაშინ ისიც ჭეშმარიტეებაა, რომ ვინც თავის სამშობლოს მოწყდება, ვინც სამშობლოს გადაიყვარებს ის მთელი დედამიწიდან მოწყვეტილია და არც არავის შეიყვარებს გულით, ასეთი ადამიანი ყველას და ყველაფერს გამოყენებით თვალით უყურებს, მხოლოდ იმის ფიქრშია თავისი ჟინი და პატივმოყვარება დაიცხროს და მეტი არაფერი.
იფიქრეთ ერთ რამეზე კიდევ, როგორი იქნება მშობელი დედა რომლის სახელის გარდა არაფერი იცით, არც წარმომავლობა, არც საქმე, არც სათნოება, არც სიყვარული და არც ის თუ რაოდენ სიყვარულში და მზრუნველობაში გაგზარდა, რა წვალება გამოიარა და რა ძალა, ენერგია დახარჯა შენი ჯამრთელობისთვის, კეთილდღეობისთვის. რას ენგვანება ეს? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? მერე კი იმაზე იფიქრეთ თქვენმა შვილებმაც რომ არაფერი იცოდნენ თქვენს შესახებ. ნუთუ არ მიეცემით სევდას და არ ჩავარდებით საგონებელში, ნუთუ იმ წუთას არ დაიწყებთ ამ სიმახინჯის გამოსწორებას. ნუთუ თქვენი ფიქრი ყოველდღიურობაზე დაწვრილმანდება და არ მიატოვებს ყოველივეს რომ როგორღაც ეს მდგომარეობა გამოასწოროს? მაშ რა გჭირთ დღეს? როცა იგი სულიერი დედის ისტორია დავიწყებას ეცემა, როცა ვიღაც არააამიანები ფუძეს გვწყვეტენ და საძირკველს რომელიც ისევ საღია თვალწინ გვინგრევენ. განა ყოველი თქვენგანი კბილებით არ დაიცავს საკუთარ ოჯახს, მაშ ოჯახზე დიდს ქელავენ და რატო ხართ ჩუმად? რა გაცინებთ როცა ის ტირის ან რა გაცეკვებთ როცა ის იტანჯება?? იმიტომ რომ ის ძაფი გაწყვეტილია და ვეღარა ვგრძნობთ მის ტკივილს, წამებას თუ წუხილს. იმიტომ რომ ჩვენი თავის გარდა აღარავინ გვახსოვს, იმიტომ რომ ის საზრდო აღარ მიგვიღია რაც ნამდვილ ადამიანებად გვქცევდა, რაც სულს სინათლით ავსებს და გონებას აყალიბებს. რაც აყალიბებს პიროვნებას, თავისუფლებას და ზნეიბას. რაც დღეს ჩვენს თავს ხდება ნურავის დავაბრალებთ, ნურავის განვკიცხავთ, დამნაშავეები მხოლოდ ჩვენ ვართ სულყველა ერთად, ჩვენ ყველამ შევცოდეთ დიდი დედის წინაშე, ყველამ ერთთავად ვაქციეთ ზურგი და საკუთარი კეთილდღეობის საძებრად წავედით და გზადაგზა ჩაგვეძინა, დაგვავიწყდა ვერჩ მოვასწარით გამოფხიზლება რომ სხის უბეში გამოზრდილი გველები დაეპატრონენ მას. მათ კარგად იციან ჩვენი ძილის შესახებ წარმოიდგინეთ ჩვენზე კარგად და ყველანაირ ღონეს ხმარობენ სამუდამოდ დაგვატყვეონ საღათა ძილით.
ოდნავ გავახილე თვალი და შემოუშვი ცელქი სხივი, ის ჩემი სულის გასანათლებლად დაეშვა ციდან, კარგია რომ თვალგახელილი დავხვდი, მოხარია რომ მივიღე, ვინ იცის რამდენი ასეთი სხივი მოდის ზემოდან და ჩვენ დახურული თვალებით ვხვდებით, რაგდან იმდენად სასიამოვნო, ლამაზი, იმედიანი და ზღაპრულია სიზმრები რომელსაც ყოველ დღე ცხადში ვხედავთ, რომ თვალის გახელის სურვილი წართმეული გვაქვს. იდგმება ათასი სცენები, სანახაობები, სპექტაკლები შოუები და ცირკები მძინარე, უმოქმედო გონების თვალსასეიროდ, რომ ძილქუსიდან ვერავინ შეძლოს გამოსვლა, ვერავინ დაინახოს სინამდვილე, რომ თვალის გახელის არც სურვილი გაგვიჩნდეს და დაც საშვალება. ეშინიათ ამ მოჩვენებითი წარმოდგენების რეჟოისორებს მათ ბნელ სცენაზე სხივი არ შეიჭრას და ადმიანების გონებასთან ერთად მთლად არ გაანათოს კულისები. ეშინიათ და კიდევ უფრო გაცხოველებით აბნელებენ ისედაც დაბურულ მძინარე გონს.
ჩვენ ლაბირინთში დავეხეტებით და მთელი ვებრძვით ერთმანეთს, ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ამაღლებულზე მდგარ ახალ ლენინებს, ხრუშოვებს და თეთრ “კენზოს” სარვალ-კოსტუმში გამოწყობილ სტალინებს. ყოველ კუთხეში ვიღაც ბიუროკრატის ნათესავი ან შვილი მღერის და შიშველი გოგოები ცეკვავენ, ყოველი კედლიდან ხელში მათრახ მომარჯვებული უსახო არსება გვიყურებს, მათ ძალუძთმთაში მიტოვებული პირუტყვივით საითაც უნდა იქით გაგვრეკოს. დროდადრო ვიღაც დაიძახებს ხოლმე “აი გასავსლელი, მომყევით მე გაგიყვანთ ამ ლაბირინთიდან, აი გზა სინათლისკენ კეთილდღეობისკენ”. მოწყდება ხალხი მოსრეს ერთმანეთს, გადაუვლის ფეხქვეშ გათელავს სუსტებს და ელდანაცემი ჩერდება პირდაფჩენილი უფსკრულის წინ. ერთმანეთს ეკითხებიან, ეჩხუბებიან “ვინ მოგვატყუა ვინ დაიყვირა აქ გზა კი არა უფრსკრულია.” ხელცაქნეული მასა ისევ სცენებს უბრუნდება უკან გაღიმებული ლენინი მოყვებათ და შთააგონებთ, “ გზის პოვნას საუკუუნეები დასჭირდება და მას მხოლოდ ჩვენ მივაგნებთ მეტი არავისი არ დაიჯეროთ”. (ოო ღმერთო ჩემო რა მიამიტი და გულუბრყვილო ყოფილა ხალხი თორემ ხო მიხვდებოდა რომ ეგ და წეხანდელი დამყვირებელი ერთიდაიგივე ადამიანი რომ არის.) ხალხიც თავს უქნევს ამოდენა სიბრძნეს, ამოდენა სიკეთეს რომელმაც გზააბნეულები სრული განადგურებისგან იხსნა და ისევ გასართობ სცენებთან მოიყვანა. იმასაც ფიქრობენ რომ ლაბარინთი ადრე უფრო პირქუში და მრისხანე იყო, არც ტრაკწამოხდილი გოგოები ცეკვავდნენ და არც მასხარები იდგნენ სცენაზე. ახალ ფასადებს ყავს დატყვევებული მათი უმრავლესობა, უსილო კედლების ლამაზმა გაფორმებამ მოჭრა თვალები დარჩენილთ, სული კი დაგვავიწყდა, დაგვეკარგა თორემ როგრო ავიტანდით ერთერთი ჩვენგანის უსამართლო გამათრახებას? რა გვაფიქრებინებდა ეს ყრუ კედლები რომელიც ჩვენივე ხელით ავაშენეთ დაუნგრეველიაოო? ან ჩევნ გასრესილ სუსტებს სხვას დავაბრალებდით? არამც და არამც, ძინავს გონებას ძინავს და პასუხიც არ მოეთხოვება როგორც ცხოველს და ფრინველს, რომელტაც ინსტიქტი წარმართავს, განა მთვარეული ხვდება რას აკეთებს?
წარმოიდგინეთ უზარმაზარი ოთახი სადაც ჩამწკრივებულა უთვალავი შავი ლოგინები, ირგვლივ მხოლოდ თვალუწვდენელი საწოლების რიგებია რომელზეც ხალხს ღრმად დზინავს და შენ იღვიძებ. გაოგნებული ისვამ ხელს სახეზე და ვერ დაგიჯერებია ნუთუ ეს სიმართლეა? ყვირი ეძებ ვინმეს მაგრამ ამაოდ ყველას ძინავს. დადიხარ ლოგინების ტყეში, ცდილობ ვინმე გამოაღვიძო და დანახო რომ არაფერი გაკეთებულა მათი დაძინების გარდა, მაგრამ ამაოდ. როგორც კი იწყებ ფიქრს ცოტაა აზზე მოვიდა და გგონია აჰა გაიღვიძაო, ზუსტად მაშინ მოცელილივით ეცემა ნახევრად წამომდგარი და ძილის ბურუსში იკარგება. ვერც ვამტყუნებ რადგან უკვე უამრავი წლებია ძილში ცხოვრობენ. თითქოს ამ რამოდენიმე ხნის უკან თითქოს გამოეხსნენ მაგრამ მალევე მოვიდა ძველი წყობა ახლი სახელით და ყველა ისევ თავის ლოგინზე დააბრუნა. ხალხმა კი ახლის შესახებ არაფერი იცოდა, არც არავის უსწავლებია, პირიქით ხალხის სისუსტე შეისწავლეს და სათავისოდ გამოიყენეს.
მერწმუნეთ ყოველ დილით უთვალავი ნათელი სხივი ეშვება ციდან და საკმარისია ოდნავ გავახილოთ თვალი, საკმარისია ცოტა მოვინდომოთ და ყველას გაგვინათებს გზას. გაფანტავს მოჩვენებით, ილუზიურ ცხოვრებას, დავინახავთ იმ საშინელ ძველს რომელიც ამ ლამაზი ფასადები შიგნით იმალება.
ასე ემართება ყველას ვინც თავის წარსულს ივიწყებს, ვინც დედის მუცელს უდროოდ წყდება და თავისი ინტერესებიდან ყურებას იწყებს. გევედრები უფალო დაეხმარე ჩემს სამშობლოს და მშობლიურ ხალხს დაეხმარე თორემ უშენოდ ვერაფერი აღადგენს უკვე გაწყვეტილ სიცოცხლის ძაფს.



ა.ვ.image




0
178
შეფასება არ არის
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0