წვიმაა ახლა იმფერი, ზოგი რომ იტყვის, ჟინჟღლავსო, დაგვყურებს ზედ ლუციფერი, იკმაყოფილებს ჟინს ავსო, ყოველ წუთს და წამს დაგვცქერის, ჩვენზედ მტრად მოსვლის ჰკლავს ჟინი, არც გულმოწყალე, არც ქველი, რას მოგვწევს მაგართ კაჟივით? იცი ახლა როგორა წვიმს, ცხვირს გაყოფაც არ ვაკადრე, წვიმა გიკვირს?მოთოვს აწი, მოგვანატრებს ცას ნაავდრევს, ბებო უწინ ქალი ორი, ახლა ნართით ზის სარკმელთან, ...
2015, 19 ოქტომბერი, 21:18
ცხოვრება სხვისთვის რაკი დუღს, არ მოვიტყუებ თავს მაშინ, ეშმაკზე ჯერ არ გაყიდულს, სულს გავწვრთნი თამაშ-თამაშში თუ მაინც სხვისთვის გადმოდუღს, რა თავში ვიხლი ამ სოფელს, იღბალო გარდი-გარდმო თუ, ყელში გაგედე, დამცოფე, წუთისოფელო სახიჩარს, ჩემით გამხდარხარ ავად რომ, მინდა ულმობელს სახიდან, ქველის ნიღაბი აგაძრო. ცხვირი ცხვირმა ერთიც შეისუნთქა, ფილტვმა განშიდ გაი...
გვებრძვიან ნიკიფორე, გვებრძვიან!
ვინ გვებრძვის?
სამყარო.
რა უნდა?
ყოველივე, რაც გაგვაჩნია.
მე ხომ მივუძღვენი რაც გამაჩნდა: მყუდროება, სიმშვიდე, სინდისი, ქონება?!
არ ეყო, ეცოტავება...
მაშ, რა მივცე, რაც არ გამაჩნია?
სული, ნიკიფორე, სული ხომ შენია?!
არა, სულს ვერ დავთმობ. ის მე არ მეკუთვნის და არც არასოდეს მეკუთვნოდა.
მაშ, ვისია?
იგი ღმერთს ეკუთვნის....
მიყვარხარ სამშობლოვ ვაჟასებრ არწივთა,
მეც მართვეს, მემკვიდრეს ქართული არწივის,
დამეტყო, ირგვლივ და ბუდეშიც აცივდა,
მაგრამ მე დღეს ბუდეს საკუთარს არ ვჩივი.
მიტომ რომ ვერა სჯობს ქათამი ასი ფრთაც,
სამშობლოს არ სტოვებს, ითმენს და არ წივის,
არ ხიბლავს უცხოთა იქ ბარი, აქეთ მთა,
აქ უჯობს ირაოც, ასე სთვლი...
|
|