პარამეცნიერებები რა გავლენას მოახდენს 13 ივლისის მზის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებზე? 2018, 12 ივლისი, 10:26
2018 წლის 13 ივლისს მზე და მთვარე კიბოს ნიშანში ხვდებიან ერთმანეთს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეს პირველი მზის დაბნელებაა კიბოს ნიშანში. მსგავსი რამ 18 წლის წინ მოხდა.
დაბნელება სრული არ იქნება და მით უმეტეს, ყველა ვერ შეძლებს მის დანახვას. მასზე დაკვირვება მხოლოდ ავსტრალიის სამხრეთიდან და ტასმანიის კუნძულიდან იქნება შესაძლებელი. და კიდევ, სადღაც ანტარქტიდიდან.
თუმცა, ასტროლოგებისთვის ამ დაბნელებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.
ცნობილი ასტროლოგი ანჟელა პერლი გვიყვება, თუ რატომაა ეს დაბნელება ასეთი მნიშვნელოვანი და რჩევებს გვაძლევს უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად: 1. ვერძი მზის დაბნელების პერიოდში ცეცხლოვანი ვერძები თავს ძალიან ენერგიულად იგრძნობენ, თუმცა, ეს მატყუარა შეგრძნებაა. ვარსკვლავები გვირჩევენ, მოთმინება ვიქონიოთ და ჩვეული საქმიანობის შესრულებით დავკავდეთ. შეყვარებულ ვერძებს შეუძლიათ 13 ივლისს ვარსკვლავების დახმარების იმედი ჰქონდეთ - პაემანი ძალიან დასამახსოვრებელი და რომანტიული იქნება. 2.კურო მიწიერ კუროს ამ პერიოდში შესაძლოა ნაცნობების ახალი წრე გამოუჩნდეს. მოვლენები, რომლებიც ოჯახში ან მის ახლო წრეში მოხდება, თვითონ კუროზეც მოახდენს გავლენას. არაა გამორიცხული ამ პერიოდში მნიშვნელოვან დოკუმენტებთან გქონდეთ შეხება, შეიძინოთ ახალი ცოდნა და ჩვევები. კუროები ფეხქვეშ მყარ ნიადაგს იგრძნობენ და დარწმუნებული შეუძლიათ იყონ, რომ მათი მონდომება და ცდა შედეგს გამოიღებს და რეალურ და მატერიალურ სარგებელს მიიღებენ. 3.ტყუპები ტყუპებმა ამ პერიოდში შემოსავლის დამოუკიდებელი შესაძლებლობები უნდა ეძებონ, შეცვალონ შემოსავლის წყარო ან თუნდაც იმაზე დაფიქრდნენ, თუ რა გზით სურთ შემოსავლის მიღება. საჭიროა მთელი გამბედაობა მოიკრიბოთ და რისკზე წახვიდეთ. საქმე აუცილებლად წარმატებით დასრულდება. 4.კიბო კიბო ამ მოვლენის მთავარი გმირია. კარგი პერიოდია მათთვის, ვინც სიყვარულს, თავის პრინცსა თუ პრინცესას ელოდება. არაა აუცილებელი, ეს აუცილებლად 13 ივლისს მოხდეს, მაგრამ ახლო პერიოდში კი ნამდვილად მოხდება. ქორწილი, ბავშვის გაჩენა, საცხოვრებლად გადასვლა, ახალი წარმატებული სამსახური - დგება პერიოდი, როცა ეს ყველაფერი შესაძლებელია. ეს ახალი ციკლის, ბედნიერი ცხოვრების დასაწყისია. თუმცა, ეს ყველაფერი რომ ასე მოხდეს, გაითვალისწინეთ:არ გაუზიაროთ გარეშე პირებს თქვენი გეგმები, მზის დაბნელების დროს კი ენას კბილი დააჭირეთ და თქვენი გეგმები მხოლოდ ძალიან ახლობელ და საიმედო ადამიანებს გაანდეთ. 5.ლომი ეს პერიოდი ერთგვარი მზადებაა ცხოვრების ახალი ციკლისთვის. ამ პერიოდში ლომებს მოეთხოვებათ, წარსულს წერტილი დაუსვან. შესაძლოა მივლინებები სამსახურიდან, რომლებიც წარმატების მომტანი იქნება. ასევე, კარგი პერიოდია შინაგანი განმარტოებისა და ცხოვრებისეული, მნიშვნელოვანი საკითხების გასააზრებლად. 13 ივლისი არცთუ ისე შესაფერისი დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, თუმცა განმარტოებას შეიძლება თავისი სარგებელიც ჰქონდეს, მაგალითად - სახლის პრობლემებს მიხედოთ. 6.ქალწული 13 ივლისის მზის დაბნელება ქალწულებს რამდენიმე ნაბიჯით დააახლოებს ოცნებების ასრულებასთან. ქალწულები თავს კოლექტივის მნიშვნელოვან წევრად იგრძნობენ, რომელთა გარეშეც კოლექტივი უბრალოდ ვერ იარსებებს. პარტნორი თუ ახლობლები მხარს დაუჭერენ ქალწულების ახალ წამოწყებებს, განსაკუთრებით ისეთს, რომელიც სწავლას, მოგზაურობას და ავტომობილის შეცვლას შეეხება. 7.სასწორი მზის დაბნელება ვალებისგან თავის დაღწევისთვისაა კარგი. ეს პარასკევი სასწორებმა ფინანსური თავისუფლების შეგრძნებით უნდა გაატარონ. მშვენიერი პერიოდია სტატუსის შესაცვლელად. ამ პერიოდში კარგია გათხოვება, სამსახურის შეცვლა, საკუთარი საქმის დაწყება. ასევე მშვენიერი დროა მიმართულების შესაცვლელად, რომ თქვენს ოცნებებს უფრო მიუახლოვდეთ. უბრალოდ, მიენდეთ სამყაროს, ის ყველაფერში დაგეხმარებათ. 8.მორიელი იმ გეგმებთან მიმართებაში, რომლებიც განათლებას უკავშირდება, ეს დაბნელება მორიელისთვის ბევრის მომტანი იქნება. იქნება საინტერესო მოგზაურობები, ისწავლით ბევრ ახალ რამეს, რასაც შემდეგ ცხოვრებაშიც გამოიყენებთ. ვარსკვლავები გვაფრთხილებენ: ამ პერიოდში მორიელები არ უნდა მოდუნდნენ. მხიარული და უზრუნველი ცხოვრების მიღმა, ზოგჯერ ხომ ტირილიც გვიწევს. 9.მშვილდოსანი მშვილდოსანს ახალი ფინანსური შესაძლებლობები ელის, თუმცა, ეს მისი გამომუშავებული ფული არ იქნება, უფრო - მემკვიდრეობა, ან კრედიტი. თუმცა, კრედიტის აღება მშვილდოსნისთვის კარგი არ იქნება, რადგან ვალის დიდხანს გადახდა მოუწევს. კარგი პერიოდია დაორსულებისთვის და ჯანმრთელობის მისახედად. 10.თხის რქა ეს დაბნელება ძლიერად იმოქმედებს ურთიერთობებზე. ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, საბედისწერო მოვლენა მოხდება. მომდევნო ორი წლის განმავლობაში აუცილებლად შეხვდებით თქვენს სიყვარულს. დაოჯახებულებსაც ელით ცვლილებები, ისეთი, როგორიცაა დაშორება, ან ურთიერთობის უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა. უარეს შემთხვევაში, შესაძლოა პარტნიორი დაკარგოთ, ამ დროს ბავშვებზე, ან სამსახურზე უნდა გადაიტანოთ ყურადღება ან მოგზაურობაში წახვიდეთ, როცა დანაკარგის ტკივილი შეგიმსუბუქდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დაბნელება თხის რქას ცვლილებებს უქადის პარტნიორულ ურთიერთობაში. 11.მერწყული მერწყულების უმეტესობა მომდევნო 2 წლის მანძილზე სამუშაოს შეიცვლის ან თავის საქმეს წამოიწყებს. შესაძლოა დააწინაურონ კიდეც. პლანეტები ისე წარმატებულად არიან განლაგებულნი, რომ ნებისმიერი პრობლემა წვრილმანად მოგეჩვენებათ. შეეცადეთ 13 ივლისი ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. 12.თევზები თევზები თავის შეხედულებებს გადახედავენ - მოგზაურობასთან, ბავშვებთან და საქმიანობასთან დაკავშირებით. რაღაც, ბავშვთან დაკავშირებული, აუცილებლად მოხდება თევზების ცხოვრებაში. ასევე კარგი დროა ისეთი ჰობის საპოვნელად, რომელიც მოგვიანებით დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება თქვენთვის. 389 1-ს მოსწონს
|