სხვა როგორ დავიძინოთ ზაფხულის აუტანელ სიცხეში _ თუ ოთახში არ გვაქვს კონდიციონერი 2018, 10 ივლისი, 15:10 რამდენი გაუსაძლისი, ცხელი ღამის გადატანა გვიწევს ზაფხულში?
არ გაქვთ კონდიციონერი? მაშინ ისარგებლეთ რამოდენიმე მარტივი, მაგრამ ქმედითი რჩევით.
დაიფარესიცხეში შედარებით კომფორტული რომ გქონდეთ ძილი, გთავაზობთ სამ მეთოდს. პირველ რიგში, შეგიძლიათ აირჩიოთ აბრეშუმის თეთრეული. სრიალა გრილი ქსოვილის ნატურალური ბოჭკოები არ ცხელდება არც სიცხისგან და არც თქვენი სხეულისგან.
მეორე _ გადასაფარებლად უმჯობესია აირჩიოთ ყველაზე თხელი ქსოვილი ძაფების მინიმალური რაოდენობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუკეთესო ვარიანტი იქნება სელის ან ბამბის გადასაფარებელი.
მესამე _ დაძინებამდე ერთი ან ორი საათით ადრე საწოლის თეთრეული შეგიძლიათ შედოთ საყინულეში. ეს სიგრილე საკმარისი იქნება რომ ჩაგეძინოთ.
ჩაიცვისიცხეში დაიძინო შიშველმა, არაკომფორტულია მარტივი მიზეზის გამო: საკუთარი ოფლი უფრო მეტ დისკომფორტს შეგიქმნით, ვიდრე თვითონ სიცხე. ოფლი რამემ უნდა შეიწოვოს, ძილში რომ არ შეგიშალოთ ხელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის ღამეს ძილისთვის უნდა შეარჩიოთ ნატურალური ქსოვილის მსუბუქი საღამურები.
დაიბანეუშუალოდ ძილის წინ მიიღეთ გრილი შხაპი. ის ჩამორეცხავს დღის მანძილზე დაგროვებულ მტვერს და ოფლს და საშუალებას მოგცემთ, მსუბუქად იგრძნოთ თავი. ამასთანავე, კომფორტისა და სისუფთავის შეგრძნება კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში გაგყვებათ.
გაგრილდიაიღეთ სათბურა, ჩაასხით მასში ცივი წყალი და შედეთ მაცივარში. ლეიბზე დააფინეთ გადასაფარებელი, მასზე - ზეწარი, მის ქვეშ კი, ეს სათბურა. აი, უშუალოდ მასზე გადასაფარებლის ამოფენის გარეშე დაწოლა კი არ ღირს: არსებობს სასუნთქი გზების და თირკმელების გადაციების რისკი.
კიდევ ერთი მეთოდი_ ცივი საფენების გამოყენება. ის უნდა დაიფინოთ იდაყვების და მუხლების მოხრის ადგილებში, ტერფებზე, წვივებზე და მაჯებზე.
თუ გაქვთ ვენტილატორი, მის წინ დადევით ყინულით სავსე ჯამი. ამ დროს საჭირო არაა მისი ბოლო სიმძლავრით მუშაობა. დაე ეს იყოს მსუბუქი გრილი ნიავი. დაიძინე ცალკეგასაგებია, რომ ღამით საყვარელ ადამიანთან დაშორება სულაც არ გინდათ. მაგრამ ორივე შვებით ამოისუნთქავთ, თუ ძილის დროს დროებით სხვადასხვა საწოლზე დაწვებით და ერთმანეთს არ გაათბობთ სხეულებით. ჩაძინებისას აირჩიეთ ისეთი პოზა, რომლის დროსაც სხეულის ნაწილები ერთმანეთს არ ეხება. თუ გრძელი თმა გაქვთ, დაიწანით. სხვაგვარად თვენვე გაიცხელებთ თავს.
***იხილეთ ასევე:1. როგორ შევიღებოთ თმა ქერად: სპეციალისტების რჩევა
2. ნაბახუსევი - ორგანიზმიდან ალკოჰოლის სწრაფად გამოდევნის გზები
3. სტუმრად ჭურჭლის დარეცხვა არ შეიძლება და რას უნდა ელოდეთ, თუ სიდედრი ჭურჭელს გარეცხავს სიძესთან
***943 8-ს მოსწონს
|