სხვა ჩარლზ ბუკოვსკის ცხოვრებისეული გამონათქვამები 2018, 10 ივლისი, 11:40 1. ცხოვრებაზე ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, ჩემთვის მთავარია ადამიანებთან ურთიერთობას თავი ავარიდო. რაც უფრო ნაკლებ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, მით უკეთ ვგრძნობ თავს.
2. სილამაზე ეს არაფერია. შენ თვითონაც არ იცი როგორ გაგიმართლა, რომ ლამაზი არ ხარ. თუკი ადამიანებს მოსწონხარ, იცი რომ საქმე სულ სხვა რამეშია.
3. მე არ მჯერა რომ სამყაროს შეცვლა შეიძლება უკეთესობისკენ, მე მჯერა რომ, შეიძლება შეეცადო, რომ ის არ გახდეს უფრო ცუდი.
4. მარტოობა მაძლიერებს. მის გარეშე ისე ვარ, როგორც მშიერი და მწყურვალი. მის გარეშე გატარებული ყოველი დღე მასუსტებს. მე არ ვამაყობ ჩემი მარტოობით, მაგრამ მე მასზე ვარ დამოკიდებული. ![]() 5. მწერლები სასოწარკვეთილი ადამიანები არიან და როდესაც მათ გაუჩნდებათ იმედი, ისინი წყვეტენ წერას. 6. თუ ადამიანის მოტყუება გამოგვიციდა, ეს არ ნიშნავს, რომ ის სულელია, უბრალოდ, ის იმაზე მეტად გენდობათ, ვიდრე იმსახურებთ. 7. ურჩხული თუ ხარ, თავად აღიარე, ვიდრე ამას სხვა იტყვის. თუ მათ დაასწრებ ამის აღნიშვნას, ისინი განიარაღებულები დარჩებიან. 8. ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია სიგიჟე, მათ საოცრად მოსაწყენი ცხოვრება აქვთ. 9. სამყაროს პრობლემა იმაშია, რომ განათლებული ადამიანები სავსე არიან ეჭვებით, ხოლი გაუნათლებლები - თადაჯერებულობით. 10. თუკი თქვენ სინდისი სულ აღარ შეგრჩათ, და იცით ეს, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ სინდისი ჯერ კიდევ შეგრჩენიათ. ![]() ![]() 96 2-ს მოსწონს
|