x
image
რუსო ჩარექიშვილი
რა მნიშვნელობა ჰქონდა საბაწმიდის ლავრას ქართული კულტურის ისტორიისათვის?
ქართული კულტურის ისტორიისათვის საბას ლავრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ის მდებარეობს იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მას ჩვენი წინაპრები საბაწმინდას უწოდებდნენ. ასეთი სახელი სავანემ დამაარსებლის პატივსაცემად მიიღო.

საბა გაწმენდილი (439-532) საკმაოდ ცნობილი პირია, მისი ბიოგრაფის ცნობით საბა კაპადოკიიდან იყო. მისი თაოსნობით აღმოცენდა რამდენიმე ლავრა და მონასტერი. საბას ძირითადი სამყოფელი იყო დიდი ლავრა, რომელმაც დამაარსებლის სახელი მიიღო.image

დიდი ლავრა, ან საბას ლავრა 483-484 წელს დაარსდა. სალი კლდეები, თვალუწვდენელი უფსკრულები და საშიში ნაპრალები შეუძლებელს ხდიდა იქ ადამიანის ცხოვრებას, მაგრამ ბერ-მონაზვნიბა სწორედ ასეთ ადგილებს ეტანებოდა. აქ მრავალი ბერი მოთვაწეობდა, მათ შორის ბერძნები, სირიელები, ... მალე გაჩნდნენ ქართველებიც.

532 წელს ქართველები ისე მომრავლდნენ საბაწმინდაში, რომ ზოგიერთ საეკლრსიო წიგნს დედაენაზე კითხულობდნენ. ამას დამაჯერებლად წარმოადგენს ბერძნული დოკუმენტი-საბას ანდერძი, რომლის მიხედვითაც მტკიცდება, რომ საბაწმინდაში ქართველებს ჰქონდათ თავიანთი ეკლესია. სხვა ცნობებიდან ჩანს, რომ ქართველებს ეკლესიასთან ერთად ჰქონდათ გამოქვაბულიც.


X- საუკუნიდან იერუსალიმსა და მის შემოგარენს ეგვიპტელები, ხოლო XI -საუკუნიდან თურქ-სელჩუკები დაეპატრონენ. მაჰმადიანმა მპყრობელობამ გარჯვეული ზეგავლენა იქონია საბაწმინდის მკვიდრთა კულტურულ-მწიგნობრულ საქმიანობაზე, მაგრამ მიუხედავად ძნელბედობისა ბერმონაზვნური ცხოვრება ისევ გრძელდებოდა . IX- საუკუნეში საბაწმიდაში მივიდა და იქ რამდენიმე წელი დარჩა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ილარიონ ქართველი .image

ჩვენამდე მოღწეული წერილობითი ძეგლებით საბაწმინდა არის ქართველთა მწიგნობრული საქმიანობის უძველესი კერა უცხოეთში. ქართული მწიგნობრობა საბას ლავრის დაარსების ჟამს უკვე მაღალ საფეხურზე იდგა.

ქართულ ენაზე ადრევე შემუშავდა ოთხთავის საბაწმინდური რედაქცია. საბას ლავრაში დამზადებულ ხელნაწერთა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა 864 წლის მრავალთავი, რომელიც პირველი ქართული თარიღიანი ხელმაწერია . ის გადაწერისთანავე სინის მთაზე მოხვდა, მაკარი ლეთეთელმა შესწირა იქაურ ქართულ კოლონიას და ახლაც იქაა დაცული, ამიტომ დაუმკვიდრდა მას სინური მრავალთავის სახელი.

IX - საუკუნეში საბაწმიდაში მოღვაწეობდა გიორგი თბილელი. მისი დამზადებულია ერთი მოზრდილი ხელნაწერი, რომელშიც ეფრემ ასურის "სწავლანია" მოცემული ხელნაწერის ენა წარმოადგენს ძველი ქართულის უძველეს ნიმუშს.

მრავალმხრივი მუშაობა- მოღვაწეობა გააჩაღა საბაწმიდაში ცნიბილმა ქართველმა მწერალმა იოანე- ზოსიმემ, აღსანიშნავია მისი "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი". image

0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0