x
image
ვიზა კოხაძე
როგორ მოვამზადოთ და შევინახოთ უგემრიელესი ნესვის ჯემი
imageქართველი დიასახლისებისთვის კარგად ნაცნობი ნესვის მურაბა ბევრისთვის საყვარელი დესერტია. მაგრამ ნესვის ჯემს იშვიათად თუ აკეთებს ვინმე. სიმართლე გითხრათ, ასეთი გემრიელი და ჰაეროვანი არც ჯემი და არც მურაბა ჯერ არ დამიგემოვნებია. ჯემი ძალიან უხდება ყველანაირი სახის პურ–ფუნთუშეულს, ის გამოგადგებათ აგრეთვე რულეტების, მაფინებისა თუ თკბილი ფლავის მომზადებისას. სტატიაში გთავაზობთ უგემრიელესი ნესვის ჯემის მომზადების წესსა და საჭირო ინგრედიენტებს:

1). 3 კილოგრამი გასუფთავებული ნესვის კანი( აუცილებლად ნესვი უნდა იყოს ოდნავ მკვახე და არა უზომოდ მწიფე);

2). მიხაკი ერთი სუფრის კოვზი;

3). ლიმონი ერთი ცალი;


4). ვანილი 4 შეკვრა;

5). შაქარი 2, 5 კილოგრამი.imageმაშ ასე: ვამუშავებთ ნესვის კანს, ვაცლით რბილობს და ვჭრით თხელ ფირფიტებად, რათა ადვილად შევძლოთ ხორცსაკეპ მანქანაში ყველაზე დიდი ზომის ე.წ. " სეტკაში" გატარება. როდესაც კანს გავატარებთ, მოვათავსებთ ალუმინის ქვაბში და დავამატებთ ერთ ჩაის ჭიქა წყალს, რამდენადაც ეს ხილი თავად შეიცავს დიდი რაოდენობით სითხეს, რომელიც ხარშვის პროცესში საკმაოდ დიდი რაოდენობით გამოიყოფა ნაყოფიდან. წყალთან ერთად ვადუღებთ დაახლოებით სამი საათი ნელ ცეცხლზე. ერთი ღამე ვაჩერებთ ჯემს გრილ ადგილას, რათა მეორე დღეს გავაგრძელოთ მისი მომზადება. დილით ვდგამთ ისევ ნელ ცეცხლზე და როდესაც მოიხარშება და ოქროსფერს მიიღებს, ჩავაყაროთ 2, 5 კილოგრამი შაქარი და გადავიტანოთ ქვაბი გამანაწილებელზე და ისევ ნელ ცეცხლზე. როდესაც ადუღდება, იქედან კიდევ ვხარშავთ ერთი საათი. დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ვაყრით წვრილად დაჭრილ ლიმონს, ერთ მწიკვ დარიჩინს და მიხაკს მარცვლებიანად. კიდევ ვადუღებთ ნახევარი საათი და ბოლოს, როცა გადმოვდგამთ, მივცემთ 4 შეკვრა ვანილს.image
წინასწარ გამზადებული გვაქვს სტერილური ქილები და ცხელ ჯემს ვათავსებთ ქილებში, რომელსაც პერგამენტულად ეფარება სახურავი. და აი, ყველაზე მარტივი და ყველაზე გემრიელი ჯემი მზადაა. გემრიელად მიირთვით.image

0
406
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0