შესანახი პროდუქტები სტერილიზაციის გარეშე მომზადებული უგემრიელესი და უმარტივესი პომიდვრის "marinated " 2014, 7 ოქტომბერი, 14:24 ახლა ნამდვილად პომიდვრის შენახვის სეზონია და დიასახლისების უმრავლესობა სწორედ ამ საქმით არის დაკავებული. რუსული საიტი vpuzo.ru/konservaciya
მომხმარებელს სთავაზობს პომიდვრის სტერილიზაციის გარეშე ოთახის ტემპერატურაზე შენახვის უმარტივეს მეთოდს.ამისთვის საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები:
1) - 2 კილოგრამი პომიდორი ( სასურველია მოგრძო ფორმის სიდიდით პატარა პომიდვრები);
2) - თეთრი მდოგვი 2 სუფრის კოვზი:
3) - перец душистый 6 ცალი: 4) - მიხაკი 4 ცალი: 5) - ახალი რეჰანი გემოვნებით: 6)- 2, 5 წყალი: 7) - მარილი 6 ჩაის კოვზი: 8) - შაქარი 3 სუფრის კოვზი: 9) - ვაშლის ძმარი 3 ჩაის კოვზი: 10) - ხმელი სუნელი 1 ჩ/ კოვზი და დაფნა 4 ფოთოლი. პირველ რიგში გავრეცხოთ პომიდორი და საწურზე დავაწყოთ.პარალელურად ვამზადებთ ყველაფერს: წყალს ვუმატებთ მარილს და შაქარს ზემოთ მითითებული პორციით და ვადუღებთ, ცალკე კი ბანკებში თავიდან ვაწყობთ მდოგვს, მიხაკს, ხმელ სუნელს, დაფნის ფოთლებს, ვტენით ბანკებს პომიდვრით და თავზე ვაწყობთ რეჰანს. წყალი, რომელიც მარილთან და შაქართან ერთად ავადუღეთ, უნდა ჩავასხათ პომიდვრით წინასწარ გამოტენილ ბანკებში, თავზე სახურავი დავადოთ და გავაჩეროთ 10 - 15 წუთი.შემდეგ გადმოვასხათ იმ ქვაბში, სადაც სამი სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს ვადუღებთ და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ეს პროცედურა, ახლა მხოლოდ 5 წუთი გავაჩეროთ და ისევ გავიმეოროთ. ცხელი მასა დავასხათ პომიდვრებს და ბანკებს თავი მაგრად დავახუროთ. სტერილიზაციის გარეშე მომზადებული "маринованными помидорами" მზადაა. 1462 5-ს მოსწონს
|