x
image
TaFLiKa
ანეკდოტები სვანებზე

image

სვანი ვეფხისტყაოსანს ზეპირად ისწავლის და ხელზე ჯვარს დაისვავს არ დამავიწყდესო

X X X

სვანი სახლში ახალ ავეჯს დგავდა ძველს კი ფანჯრიდან ჰყრიდა. მეზობელი ეუბნება:
- ვინმეს არ დაეცეს, სანამ გადააგდებ დაიყვირე მაინც.
სვანმა უპასუხა:
- მე რა მაქვს საყვირელი. ვისაც დაეცემა იმან იყვიროს.

X X X

სამი სვანი სადგურიდან ახლად დაძრულ მატარებელს მისდევს. ორი შეახტება, ერთი ვერ დაეწევა, დგას და იცინის. სადგურის მორიგე ეკითხება:
- რა გაცინებს?
- ის ორი მე მაცილებდა!

X X X

სვანი იჩხუბებს მამამისთან და წავა სახლიდან. რამოდენიმე თვეში მოსდის წერილი, გახსნის და ცარიელი ფურცელია. მამა:-კიდე არ მელაპარაკება ეს შობელძაღლი

X X X

სვანი უფროსი მდივანს აძლევს ორ ქაღალდს:
– ეს ორიგინალია, ეს ქსეროკოპია, შეადარე, შეცდომა არსად იყოს გაპარული.

X X X

სამი სვანი დამალობანას თამაშობდა… სამივე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

X X X

სვანი ინტერნეტში შევა და ანტივირუსი მოკლავს.

X X X

სვანს ოპერაციას გაუკეთებენ თავზე, ქალას ახდიან, შიგ ძაფია გაბმული: “ამ ძაფს აქ რა უნდა?!” გაიფიქრებს ექიმი და გადაჭრის. სვანს ყურები დასცვივდება.

X X X

სვანი არჩევნებზე ფარგალს წაიღებს შემოსახაზად…

X X X

სვანი ეკითხება თავის ცოლს:
-ყველას ესეთები რატო ვგონივართ? (და მაგიდაზე აკაკუნებს?)
ცოლი: -აკაკუნებენ
სვანი: -იჯექი მე გავაღებ

X X X

სვანი თინეიჯერის დღიურიდან: “ამ შაბათს მაგარი პონტი გაიჩითა სახლში მარტო დავრჩი და დაიწყო თავბრუდამხვევი სიტუაცია, მაგარი ზმანები, თეთრი ფხვნილი…. მაგრამ მერე მშობლები მოვიდნენ და სარეცხი მანქანიდან ამომიყვანეს.”

X X X

სვანები 99-ე სართულზე ფეხბურთს თამაშობენ და ბურთი გადაუვარდებათ. ყველანი კიბით ჩავლენ ამოსატანად. სახურავზე მარტო ერთი სვანი დარჩება, რომელიც პირდაპირ გადახტება და ასფალტს დაენარცხება. კიბით ჩასულები მისცვივდებიან მიცვალებულს და
ურტყამენ, რაც ძალა და ღონე აქვთ:
მოკლე გზა თუ იცოდი, ჩვენ რატომ არ გვასწავლეო?!

X X X

სვანი ოქროს თევზს დაიჭერს და დაალომბარდებს.

X X X

სვანი ზის კავკასიონის უმაღლეს მწვერვალზე და წიგნს კითხულობს. ჰკითხეს:
– აქ რატომ კითხულობ?
– უმაღლესი განათლება უნდა მივიღო.

X X X

ორი სვანი ცხენებს იყიდიან და ფიქრობენ, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგანო. ერთი ეტყვის მეორეს: -მოდი კუდები დავაჭრათო. დააჭრიან ორივე ცხენს კუდს და მაინც ვერ არჩევენ. მარჯვენა ყურებსაც მოაჭრიან, მერე მარცხენას, ცხენები ისევ ერთნაირია. ბოლოს ერთი იტყვის: -მოდი, მაშინ თეთრი შენი იყოს და შავი – ჩემიო…

X X X

სვანს და მოუკვდება, ადგება და სიძეს მოკლავს.
სასამართლოზე მოსამართლე ეკითხება რატო მოკალი შენი სიძეო?
სვანმა უპასუხა, და აღარ მყავს და სიძე რა ჩემ ფეხებად მინდაო

X X X

სვანი მიდის მივლინებაში და თავის შვილს აბარებს:
- შვილო დედაშენთან რამდენი კაციც მოვა
იმდენი ლურსმანი დაარჭე კარებსო.
2 თვეში მამა ბრუნდება, კარებზეა 2 ლურსმანი და შვილს ეკითხება
- რა არის შვილო მარტო 2 კაცი მოვიდაო?
- რას ამბობ მამა 2 კარები უკვე გამოვცვალეო

X X X

სვანს თავის მოკვლა უნდა და შეუვარდება ერთ მანქანს ბორბლებში და არ მოკვდება. მერე შეუვარდება მეორეს მაგრამ არც ეხლა მოკვდება, მესამესაც შეუვარდება და მაშინაც არ მოკვდება და ბოლოს მოიფიქრებს რომ მოძრავ მანქანას შეუვარდეს…

X X X

სვანს ფეხსაცმელი მოუჭერს და ტკივილგამაყუჩებელს დალევს

X X X

დიალოგი ორ სვან ქალს შორის :
-გაიგე გუშინ მახოს თავი მოუკლია?
-ისევ?
-ხო!აგერ მოდის არ გაგვიგოს თორე მოგვკლავს

X X X

სვანი მივა იარაღების მაღაზიაში და ეუბნება:
–მოღუნული თოფი გააქვთ?
–რათ გინდა??
– პავაროტში კაცი უნდა მოვკლაოო !

სვანი ფენს შარვალს, გადაუვარდება აივნიდან და იტყვის – კიდე კაი ზედ არ მეცვაო.

X X X

სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი… სვანი უყვირის.
– როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე?
– არა!
– ფეხი ხო არ მოიტეხე?
– არა!
– აბა, რა მოიტეხე?
– დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე!


X X X

სვანს სუნთქვა დაავიწყდება და მოკვდება.

X X X

სვანი ცოლს მოიყვანს და როცა განმარტოვდებიან ეკითხება:
– ქალწული ხარ?
– არა-პასუხობს ცოლი.
ამოიღებს სვანი ხანჯალს და მოუქნევს…
ქალი კვდება და განწირული ხმით ამბობს:
– თხის რქა ვარ. . .

X X X

სვანი თევზაობს და ჭიაყელები გამოელევა… ადგება ქაღალდზე დაწერს- “ჭიაყელა” და ანკეს გამოაბამს… ცოტა ხანში ანკესს ამოიღებს და ქაღალდზე დახვდება წარწერა-”თევზი”

X X X

სვანი ეკლესიაში შედის. იქვე მდგომი ქალი სანთელს აწვდის:
– აჰა, შვილო, სანთელი.
– არა, გმადლობ, ფანარი მაქვს.

X X X

სვანმა ფული იპოვა, დათვალა და გაბრაზდა:
– აკლია, ამის დედაც…

X X X

- კინოთეატრში როგორ შედიხარ უბილეთოდ?

- კონტროლიორი სვანია და უკან-უკანშევდივარ ხოლმე, იმას გონია გამოვდივარ.

X X X

ორი სვანი ცხენებს იყიდიან და ფიქრობენ, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგანო. ერთი ეტყვის მეორეს: -მოდი კუდები დავაჭრათო. დააჭრიან ორივე ცხენს კუდს და მაინც ვერ არჩევენ. მარჯვენა ყურებსაც მოაჭრიან, მერე მარცხენას, ცხენები ისევ ერთნაირია. ბოლოს ერთი იტყვის: -მოდი, მაშინ თეთრი შენი იყოს და შავი – ჩემიო…

X X X

-რომელია ყველაზე სწრაფი მხეცი?

-სვანი "ლამბორჯინით".

X X X

თუ გინდა სვანმა არ შეგაწუხოს მთელი დღე, უნდა მისცე მას ქაღალდის ფურცელი, რომლის ორივე გვერდზე წერია: "გადააბრუნე

X X X

სვანი: _ ვერ ვიძინებ სიბნელეში, იმიტომ რომ ვერ ვიგებ თვალები დახუჭული მაქვს თუ არა.

X X X

სვანი მანქანას ყიდულობს. გამყიდველი ეუბნება, რომ მანქანა აღჭურვილია უსაფრთხოების ბალიშებით და ავარიის შემთხვევაში გაიბერება. სვანი ცოტა გაკვირვებული გადახედავს და ეტყვის:

– საიდან მოიტანე, რომ ავარიის შემდეგ ძილი მომინდება.

X X X

სვანი მამა ბავშს ათვალირებინებს თბილისს:

ეგე შვილო ეს ყოფილი მერიაა, ეს ვახტანგ გოგრგასალია, ეს ფუნიკულიორი და თავში წამოარტყავს:რამდენჯერ გითხარი აფთიაქთან პირჯვარს ნუ იწერ მეთქი

X X X

სვანი ბანანს დაიჭერს და იტყვის"ვა ბადრიჯან ლაითი?"

X X X

სვანი მოკვდა სასაფლაოზე ჭირისუფალი ყველას მოაგროვებს და იტყვის:ახლა გვირგვინს გადმოვაგდებ და ვინც დაიჭერს შემდეგი ის იქნება!!

X X X

სვანი ბავშვს ყურებს დააჭრის, ავი გამოვაო.

X X X

ორი სვანი მიდის ლიანდაგზე და ერთი წუწუნებს:

აუ ვინ მოიგონა რა, რამდენი კიბეებია და რა დაბალი მოაჯირები აქვსო

X X X

სვანი შევა კომპიუტერებში და ინტერნეტში შევა შემოდის ვიღაც კაცი და კითხულობს ეს ჩუსტები რატო დევსო და უპასუხებენ სვანი ინტერნეტსჰი შევიდაო

X X X

სვანს ახლობელი მოუკვდა და ძმაკაცს ეკითხება: "აუ, რა ვქნა, ჭირისუფალს რა ვუთხრა?"
ძმაკაცი პასუხობს: "რა, უნდა უთხრა კაიაო ხომ არ ეტყვი? რამე მძიმე უთხარი."
სვანი მეორე დღეს მიდის სამძიმარზე და ჭირისუფალს ხმამაღლა ეუბნევა: "ტანკი !"

X X X

სვანი რადიოში რეკავს -გისმენთ -რადიოა? -დიახ -ძალიან მომეწონა ბახის სიმფონია, ავტორი ვინაა?

X X X

სვანი წარწერას კითხულობს შენობაზე: ლავაში შეშაზე.
-შეშა არა მაქვს და ფულზე უნდა მომცე თუ ვაჟკაცი ხარ!!!

X X X

სვანს გაუჭირდება და ფულის საბეჭდ მანქანას გაყიდის.

X X X

სვანი გრამატიკის გაკვეთილზეა.
მასწავლებელი:
-მე ვიბან, შენ იბან, ის იბანს - რა დროა?
სვანი:
-ახალი წელი!!!!!!!

X X X

სვანი მივა ექიმთან და აუტყდება გინდა თუ არა ბავშვი უნდა გავაჩინოო.
ექიმმა უთხრა კაცი ხარ და როგორო?
სვანმა გამაჩენინე თორე მოგკლავო!
ექიმი ოპერაციას გაუკეთებს.
ექვს თვეში მადლიერი სვანი მიაკითხავს ეიქმს და ეუბნება:
მადლობა ექიმო ახლა მუცელიც გამეზარდა და გულის რევის შეგრძნებაც მაქვსო!
როცა წავა მეორე ექიმი იკითხავს ასეთი რა უქენი ბიჭოო?
პირველი პასუხობს: არაფერი ისეთი ტრაკი გამოვუკერე რა

X X X



.: ანეკდოტები მეგრელებზე :.


X X X

მეგრელს ოფისში უნდა სამუშაოს დაწყება და უფროსი ეკითხება:
- თუ აქ გინდა მუშაობა, მაშინ ინგლისური და კომპიუტერი უნდა იცოდე.
- მეგრული და კალკულატორი არ ეყოფა?

X X X

მეგრელი წევს კუპეში ზემო კოიკაზე. ქვემოთ წევს მაგარი ნაშა. ჭკუაზე არ არის მეგრელი, რა ქნას...
ბოლოს დაწერა წერილი და ძაფით ჩაუშვა ქალთან:
-პატივცემულო ქალბატონო, მე თქვენ ძალიან მომწონხართ. თუ თანახმა ხართ ჩემთან სექსუალურ კონტაკტზე, ძაფი ერთხელ დაქაჩეთ. და თუ არა ხართ თანახმა, მაშინ 30-ჯერ და ბოლო 10 რაც შეიძლება სწრაფად...

X X X

ძუკუს თხის ჩამოყვანა უნდა თბილისში გასაყიდად. გაიყვანა სადგურზე, მაგრამ მორიგემ არაფრით არ ქნა და თხა მატარებელში არ ააყვანინა. ადგა ძუკუ და ეს თხა მატარებელს თოკით გამოაბა. ჩავიდნენ თბილისში, ჩამოვიდა ძუკუ მატარებლიდან და ხედავს, რომ თოკზე მარტო თხის თავი კიდია, ტანი კი არსად ჩანს. ძუკუ თხის თავს გაუბრაზდა:
-რას აპარპალებ მაგ თვალებს, რა უყავი ფიგურა?

X X X

მეგრელმა და გურულმა პლაჟზე ნახეს განცხადება: "ვინც დამხრჩვალს გადაარჩენს, პრემია 50 ლარი" მეგრელი ეუბნება:

მიდი, ბიჭო, ჩახტი ახლა, ვითომ იხრჩობი, მე გადაგარჩენ და ფულს ვიშოვით. გურული მართლაც ჩახტა და ყვირის:

-მიშველეთ, მიშველეეთ! მეგრელმა დაუძახა:
-ბიჭო, ნუ ყვირიხარ და ჩეიძირე, აქ წერია "ტრუპის" ამოყვანა ასი ლარიო.

X X X

რაჭველი აღსარებაზე მივიდა ეკლესიაში.
-შევცოდე მამაო.
-რა შვილო ჩემო?
-მეგრელი მოვატყუე.
-ეგ ცოდვა კი არა, სასწაულია შვილო ჩემო.

X X X

-ყველანაირად კარგი სიდედრი მყავს ძამა, უბრალოდ ერთი ნაკლი აქვს-ცოცხალია.

X X X

მეგრელი შევა ქალთან ერთად მატარებლის კუპეში, დაჯდებიან, ამ დროს შემოდის 3 ბავშვი, ვისიაო მეგრელი ეკითხება ქალს? ის პასუხობს ჩემებიაო, ცოტა ხანში კიდევ შემოდიან ბავშვები ამჯერად 4 ესენიც ჩემებიაო ქალმა, მერე კიდევ შემოვიდნენ რამოდენიმე, მეგრელამ ვეღარ მოითმინა და:
-რაიყო ქალბატონო ოჯახში სკამი არ გქონდათ სულ "8221;იმაზე" ჯდომა ვინ გაიგონაო.

X X X

მეგრელს სამსახურში აგვიანდება და მანქანას ვერსად აჩერებს. ღმერთს ევედრება:
-ღმერთო ოღონდ სადმე გამაჩერებინე და ამის შემდეგ ყველა ცოდვას მოვინანიებ, გაჭირვებულებს დავეხმარები, კეთილ საქმეებს გავაკეთებ.... ოღონდ სადმე დამაყენებინე.....
ამ დროს ავტოსადგომიდან ერთი მანქანა გამოდის.
-ღმერთო აღარ გინდა ნუ შეწუხდები, ადგილი განთავისუფლდა.

X X X

მეგრელი ქალს აბამს.
- ქალბატონო ვინმეს თქვენთვის უთქვამს რა ლამაზი ხართ?
-არა.
-ხოხ, რა გულახდილები შეჰხვედრიან სულ....

X X X

მეგრელი მამა შვილს ეუბნება:
-წადი და სიგარეტი მომიტანე.
-ფული მომეცი.
-ფულით სულელიც მოიტანს.
შვილი წავა და გახსნილი სიგარეტის კოლოფს მიუტანს. მამა ნახავს რომ ცარიელია.
-ეს ხომ ცარიელია.
-სავსეს სულელიც მოწევს.

X X X

მეგრელი ეუნება სვანს თუ გამოიცნობ რამდენი ვაშლი მაქ სამივე ვაშლს მოგცემ. სვანი პასუხობს: 6 ან 7.

X X X

მეგრელი შევა სასადილოში და მოითხოვს სადილს, მოუტანენ და ეკითხება ოფიციანტს:
- არა ბატონო არ გვაქვს.
- წიწაკა?
- არა არც ეგ.
- პილპილი?
- უკაცრავად არც ეგ.
- აბა მოდი და *ლეზე მიკბინე გამწარებული მაინც შევჭამ ამ საჭმელს ბ*იად.
გაბრაზდა მეგრელი.

X X X

მეგრელი შევა ბიბლიოთეკაში და იკითხავს წიგნს: "ჭკვიან მეგრელს"
ბიბლიოთეკარი ეუბნება:
- ფანტასტიკათა ოთახი მეორე სართულზეაო.

X X X

მეგრელი მოდის ქუჩაში,
რაღაცას დაინახავს ძირს, დაიხრება და ათვალიერებს, ჩაყობს თითს და გასინჯავს:
ფუი ძ*ნერი კიდე კაი ფეხი არ ჩავდგი....

X X X

მეგრელმა სეიფგარდით დაიბანა და გაქრა.

X X X

მეგრელს უთხრეს, გურულს კიბო აქვსო.
ხოხ! საწყალი კიბოო..... შეიცხადა მეგრელმა.

X X X

კახელი, გურული და მეგრელი ლაპარაკობენ:
კახელი:-წელს ჩვენთან ისეთი გვალვა იყო, მიწაზე სულ თხრილები გაჩნდა.
გურული:-ჩვენთან კიდე ისეთი გვალვა იყო რო ძროხები სულ რძის ფხვნილს იწველებოდნენ.
მეგრელი:-ჩვენთან იყო გვალვა თუ იყო. ხეები ძაღლებს დასდევდნენ.
-რატომ?
მეგრელი:-მოგვაფსითო.

X X X

მეგრელი ტრაბახობს:
რასაც თავში ჩავიდებ უველაფერი მახსოვს!
ჩემი ვალი, რომ გაქვს ის რატომ არ გახსოვს, ძამა? -ეკითხება გურული.
ის თავში კი არა ჯიბეში ჩავიდე.

X X X

მეგრელი და რაჭველი ერთმანეთს შეხვდებიან სუპერმარკეტში.
აქ რას აკეთებ მაგალითად? -ჰკითხა მეგრელმა.
ცოლუკა დამეკარგა და იმას ვეძებ, ქვე შენ რას აკეთებ?
მეც ცოლი დამეკარგა და ვეძებ. – პასუხობს მეგრელი.
შენი ცოლი შესახედავად როგორია, ქვე შენი ჭირიმე?
მაღალი, შავთვალება, აშოტილი ფეხებით, დიდი მკერდით.... -ტრაბახობს მეგრელი.
თუ ასეა, მაშინ ქვე ჩემსას შევეშვათ და შენი მოვძებნოთ.

X X X

აფრიკაში ნაპოვნი ძუკუს წიგნაკი:
პირველი დღე: -ვეძებთ ლომს,
მეორე დღე: -ვეძებთ ლომს,
მესამე დღე: -ვეძებთ ლომს,
მეოთხე დღე: -ვავა ლომი!!!!

X X X

გურულები იფიქრებენ და გადაწყვეტენ რომ რამეთი ვაჯობოთ სვანებს "სიდურაკეშიო" და დაიწყებენ ზღვის თოხნას! შესვენებაზე დაინახავენ მოდიან სვანები კატერით და უკან გუთანი აქვთ გამომბული!

X X X

კახელი და მეგრელი მატარებლით ერთად მგზავრობენ, არცეთს არა აქვს საჭმელი, კახელი იტყვის: -კაი ხაშლამა მომცაო, მეგრელი იტყვის: -შემწვარი გოჭიო, ასე ჩამოთვლიან მაგარ-მაგარ საჭმელებს, ბოლოს მეგრელი იტყვის კაი ღომი მომცაო, კახელი გაბრაზებული წამოხტება და ეტყვის : -რა მაიჯვი სუფრაზეო.

X X X

მეგრელს მოუკვდა ძმა და სურათი გაიკეთა. სვანი შეეკითხება: -რა ხდება სურათი რად გიკეთიაო?
- ჩემი ძმა ხიდან ჩამოვარდა და დავკარგეო.
სვანმა უთხრა: -აქ იქნება სადმე ხის ძირასო.

X X X

ხალხმრავალ შეხვედრაზე ორი ჯეელი შემოდის და ძუკუს კითხულობს. მე ვარო ძუკუ წამოდგა მეგრელი. საწყალი ცემისგან კინაღამ მოკლეს. ცოტა ხნის მერე იცინის. ხალხი ეკითხება რა გაცინებს? მოვატყუე, მე არ ვიყავი ძუკუ.

X X X

სვანი, მეგრელი და რუსი შეხვდებიან მილიარდელებს.
მილიარდელები ეუნებიან: -თუ ცხელ ტაფაზე 25 წამს გაძლებთ მილიონ დოლარს მოგცემთო.
ამაზე დაეთანხმნენ!
დაჯდა რუსი და დაიწყო თვლა -1, 2, 3, 4, 5; და ადგა.
დაჯდა სვანი და დაწყო თვლა -1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10; და ადგა.
დაჯდა მეგრელი და დაიწყებს ....... 5-ჯერ 5 ოცდახუთი.
მილიონერები ამას დათამხდებიან და მისცემენ მილიონ დოლარს!!!

X X X

სომეხი მგრელს დაპატიჟებს სტუმრად.
სომეხი : -მიდი, მიდი ჭამე კაცო ნუ გერიდება!
მეგრელი : -აღარ შემიძლია ეს მე13-ე ხინკალია უკვე!
სომეხი : მე13-ე კი არა მე17-ეა, მარა ჭამე.

X X X

გურიაში მეგრელს მანქანა გაფუჭდება შუა გზაზე.
მივა გურული ინსპექტორი და ეუბნება: -აქ არ შეილება მანქანის გაჩერება გადააყენე თორე დაგაჯარიმებო.
მეგრელი: -ვერ ვქოქავ შენი ჭირიმე რაღაცა ჭირს.
გურული იფიქრებს მივეხმარებიო, მანქანაში ჩაჯდება მარა ვერ დაქოქავს და მეგრელს გამოსძახებს: -სეკრეტი ხო არ გაქ რამეო?!
მეგრელი: -ჩემი ცოლის დას ვტ...ვ მარა გეხვეწები არ გამთქვაო.

X X X

სვანი და მეგრელი თამაშობენ ნარდს. მეგრელი იძახის:
-აბა შაში, აბა შაში.
სვანი:
-მესტიაში, მესტიაში.

X X X

მეგრელი ამბობს: -საქართველოში ყველა კუთხის ხალხს თავისი ნაკლი აქვსო, მაგალითად: სვანები ხევსურები და მთის ხალხი ღებზიანები არიან და თურმე სისხლის აღება ცოდნიათო, იმერლები და გურულები ენატანტალები არიანო, რაჭველები პოზნები არიანო, კახელები-ნუიტყვი კაცო თურმე ვირთან ცხოვრობენო, აფხაზები კიდევ ვარესი თხასთან ცხოვრობენო, ხოლო მეგრელებს ის ნაკლი აქვთ, რომ ვაბშე არა აქვთ ნაკლიო!

X X X

სააკაშვილი ჩამოაგდებს ბომბს მიტინგზე და შემდეგ დღეს ჯოჯოხეთიდან გამოდის ხმები

- ლუციფერი სატანა, ბენდუქიძე იუდა.

X X X

კახელი თევზაობს. ორი მეგრელი უსაქმურობს. -მოდი კახელთან მივიდეთო და ვკითხოთო დაიჭირე რამეო? თუ თქვა კი, მე ვეტყვი: -ამ ჩემს ყ*ესო. თუ თქვა: -არაო, მაინც იგივეს ვეტყვიო. ნუ დაიძრებიან, მივლენ კახელთან და ეკითხება:

- ჰა რა ქენი კახელო, დაიჭირე რამე?
კახელიც არ დაიბნევა და ....
- წადი თქვენი დედაც მოვტ*ანო!

X X X

კახელი ეუბნება მეგრელს რა არის ეს მეგრელები რბილი ლ-თი რო ლაპარაკობთო, ორი მეგრელი რო შეხვდება ერთმანეთს მეგრულად რო იწყებენ ლაპარაკსო, მეგრელმა უსმინა და -ბიჯოო კახელებმა ერთმანეთს ერთი რამე ვერ შეუნახეთოოო.
კახელმა:რა ვერ შეუნახეთ ერთმანეთსო
მეგრელი:აბა ვირმა გაააბაზრაოოოოო


X X X


.: ანეკდოტები კახელებზე :.


X X X

კახელი ახალმოყვანილ ცოლს უკანალზე ხელს მოუთათუნებს და მოკვდება სიცილით.
- რა გაცინებს? – ეკითხება ცოლი.
- უკანალი უკუდოდ – სულ სხვა რამე ყოფილა, – პასუხობს მიხო.

X X X

მიხო ომშია და ზის სანგარში, უცბათ მაგარი სროლა ატყდება ამოიხედავს და იტყვის:
- ეს დედა მო*ლები ისე ისრვრიან მართლა ვინმეს გაარტყავენ!!!!

X X X

პატარა მიხო თავის მამას კარადაში უპოვა 5 უპაკოვკა ვიაგრა და დალია, რის შემდეგაც მოთავსებულ იქნა დამწვრობის ცენტრში, ხელისგულის მესამე ხარისხის დამწვრობის დიაგნოზით!

X X X

მიხო ცდილობს ვირი ავტობუსში აიყვანოს. ვირი ჯიუტობს, უძალიანდება და არაფრით არ ადის.
- ამო, შე მართლა ვირო, შენა! შენზე ნაკლები ხალხი სხედან აქა?

X X X

მიხოს ვენახში ყურძენს პარავენ.
- მარო! ერთი საგზალი გამიმზადე იქნება გავიგო ვინ არის.
მაროც გაუმზადებს. წავა მიხო, მიირთმევს, ცოტასაც დალევს, ამასობაში ჩამობნელდა და დაინახავს ვიღაცის ჩრდილს. მიხო გაექანება და ყვ*რ*ბში სტაცებს ხელს.
- მითხარი რომელი ხარ? (თან მოუგრიხავს)
- მუუ…
- მითხარი რომელი ხარ? (უფრო მოუგრიხავს)
-მუუნ…
- მითხარი თორე მოგაცალე ეგ ყვ*რ*ბი!
- მუნჯი გოგია ვარ შენი დედა ვატირე…

X X X

შუადღეაა... მიხო კაკლის ძირში წამოწვება და ჩაეძინება... იღვიძებს ამდგარი აქვს... და ბავშვებს უყვირის "რომელმა აწვალეთ თქვენი დედა მ***ან "

X X X

კაროჩე თბილისელები ჩადიან კახეთის რომელიღაც სოფელში... ხოდა ერთ ტიპს ტუალეტში უნდა და შედის... რამდენიმე წუთის მერე გამოდის უკან და იძახის ქაღალდი არ არისო... იქვე ტუალეტთან ერთი პაპა ზის და ეუბნება, კარგ პრო.. ქაღალდი რათ უნდა იგრე უნდა კვნიტავდეს როგორ პლაცკაკუციო

X X X

ერთი აბრამა იყო, ცოლმა გააგზავნა მაღაზიაში პიტნის კამფეტების საყიდლად. ამ ჩვენს აბრამას ენა ებმოდა, თანაც საკმაოდ. შევიდა მაღაზიაში და დაიწყო: -პი...პი..პი...პი..პი...! კახელმა დახლს იქიდან: -აბრამ, აქ ვერ მააბრუნებ ჯო, ზადნით უნდა გახვიდე!

X X X

ბენზინ გასამართ სადგურთან დგას ერთი და სიგარეტს ეწევა. კახელი უყვირის: ჩააქრე, თორემა თუ დაგაბუთქუნა, 40-მდე ძირს არ ჩამაგაგდებსო

X X X

კაროჩე ნაღდი ამბავია რაა... ერთი კახელი ბიჭი წაიყვანეს ნაშებში რა ...შეუშვეს ეს ბიჭი ქალთან და თვითონ ელოდებიან გარეთ ... გავიდა 7-10 ჭუთი და იხსნება კარები ... ეს ბიჭი დგას ტიტველი გამოყო ტავი და გარეთ ძმაკაცებს ეკითხებას... ჯო ერთი ეგ მითხარით განდ... ყვე... უნდა ჩავალაგოოო

X X X

ეი ჯოუ, ბაღლინჯო ... ეგდე მანდ ჩუმად როგორც მკვდარზე ვენოკი თორე მოვედი ეემანდ

X X X

საპასპორტოშია მიხო შესული პირადობის გამოცვლა უნდა. კაი ნაქეიფარი პირადობა აქვს გაუბედურებლი. ხოდა ეს გოგო ეღადავება ეს როგორი რბილი პირადობა გქონიათ მიხო ძიაო, გენაცვალე ცოტა ხანს ხელში ათამაშე და გამაგრდებაო

X X X

მიხო და მარო დიდ ხვევნაკოცნაინტიმ ამბებში არიან და მაროი აღმოხდება-დამიპყარ მიხოო, მიხო კიდე-აკი გდღნამ და მეტი როგო დაგიპყრო რა, აკრუჟენია დაგარტყაა???

X X X

მიხო ჟიგულზეა მიყუდებული. მიადგება ინსპექტორი (გაიშნიკი) და---საბუთები მომეციო! მიხომ---არა მაქო. მაშინ მანქანას საჯარიმოზე წავიყვანო!---დაემუქრა. წაიყვან და წაიყვანე რა, სხვაი ვერ მივეყუდები?

X X X

მიხო ჟიგულზეა მიყუდებული. მიადგება ინსპექტორი (გაიშნიკი) და---საბუთები მომეციო! მიხომ---არა მაქო. მაშინ მანქანას საჯარიმოზე წავიყვანო!---დაემუქრა. წაიყვან და წაიყვანე რა, სხვაი ვერ მივეყუდები?

X X X

არაყი გაგვითავდა და ვიღაცამ ჩამოიტანა ორნახადი არაყი რომ დალევ იმენნა ჩაგწავს მაგარი ბომბაა მოკლედ და დალია ამან და ვახ რამპეტროლის ეფიქსია თუ რა არისო

X X X

იმდენ გირტყავ იძახდე აქარი თუ წავიდაო

X X X

მიხო წვერის გასაპარსად შევა საპარიკმახეროში და პარიკმახერი რკინის შარიკს მისცემს აჰა და ლოყასთან ჩაიდე და ადვილად გაგპრსავო

-რო გადამეყლაპოს ჯო

-არაუშავს აგე გუშინ მიტუას გადაეყლაპა და ამ დილით მამიტანაო

X X X

ერთი კოლორიტი გვყავდა, ჯონდო ერქვა სახელად. კაი კაცი იყო ღმერთმა აცხოვნოს მისი სული

ჰოდა ერთხელაც გაის დროს გააჩერეს ეს ჩვენი ჯონდოო, დაადეს ბორკილები და აქეთ იქედან ორ გაიშნიკს მიყავს მანქანაში ჩასასმელად

ამ დროს გამოიარა მისმა ძმაკაცმა : სად მიდიხარ ჯონდო? ძაღლებს ვასეირნებო

X X X

ეს იმ კაცს გაუმარჯოს მამა პაპისეული მიწა რო გაყიდა და ეხლა FACEBOOK-ზე ფერმას უვლისო

X X X

გარშოკების ბიზნესი მინდა რომ დავიწყო, მაგრამ ჩემი ბედი რომ ვიცი, მაშინ ყველა უტრაკო ბავშვი დაიბადება..

X X X

კახელი ამერიკის სალჩოში ვიზის მისაღებ დოკუმენტებს ავსებს. გრაფაში სქესი (SEX) ჩაწერა, "დღეში ორჯერ" და ჩააბარა. გადამოწმებისის რეგისტრატორი ეუბნება:
– აქ უნდა ჩაგეწერათ "მდედრობითი", თუ "მამრობითი".
– რო მამინდება, მაგაი ვიღა აქცემს ყურადღებაი!

X X X

ახეთის ერთ-ერთ სკოლაში ექსპერიმენტული სწავლებაა და რამდენიმე ახალი გაკვეთილი დაამატეს.
ერთი თვის შემდეგ, თბილისიდან ჩავიდა კომისია. დაათვალიერეს სკოლა და დირექტორს ეკითხებიან:
– რატომაა, რომ "საგზაო მოძრაობის წესები" და "სექსუალური აღზრდა" სხვადასხვა დღეებში გაქვთ?
– მაი, ვირმა აღარ უნდა დაისვენოს, ჯო?!

X X X

-მამიიი, -ეკითხება პატარა კახელი მამას, -რით განსხავდება ქალი ვირისგან? -ვირს გააჩნია ჯო.

X X X


.: ანეკდოტები რაჭველებზე :.


X X X

რაჭველი გოგოს თვალს ჩაუპაჭუნებს გაახელს და გოგო აღარ დახვდება

X X X

სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი... სვანი უყვირის.

– როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე?

– არა!

– ფეხი ხო არ მოიტეხე?

– არა!

– აბა, რა მოიტეხე?

– დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე!

X X X

რაჭველი მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდება და გზად ყველა მეზობელს დაემშვიდობა.

X X X

რაჭველებმა თქვეს, ეჰ, ერთი სწრაფი ბიჭი გვყავდა და იმასაც კატოკმა გადაუარაო.

X X X

რაჭველი აღსარებაზე მივიდა ეკლესიაში.

-შევცოდე მამაო.

-რა შვილო ჩემო?

-მეგრელი მოვატყუე.

-ეგ ცოდვა კი არა, სასწაულია შვილო ჩემო.

X X X

რაჭველს ჭამა დაავიწყდება და მოკვდება

X X X

რაჭველს დაეძინება და გამოღვიძება დაავიწყდება

X X X

ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს:

- თავიდან მიმიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა.

- მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი!..

X X X

რაჭველები ძროხას ყიდიან. მივა იმერელი და ფასს ეკითხება.

-500 ლარი, შენი ჭირი მე.

-რა ამბავია 500 ლარი, ეს ძროხა ნემსის ყუნწში გეეტევა ისეთი გამხდარია.

-რას ამბობ, კაცო, ძროხა ნემსის ყუნჭში რავა გაეტევა?

-წავალ ახლა, მოვიტან ნემსს და ნახავთ როგორ გეეტევა.

იმერელი წავა. რაჭველები საფიქრალში ჩავარდებიან, რა ვქნათ ეს ძროხა მართლა ნემსის ყუნწში რომ გაეტიოსო. ბოლოს ერთ-ერთი რაჭველი მეორეს ეტყვის:

-ბიჭო, მოდი ძროხას კუდი გოუკვანძოთ…

X X X

რაჭველი დაიჭერს ოქროს თევზს და სანამ სურვილს ეტყვის თევზი მოკვდება.

X X X

ესე იგი ორი რაჭველი მირბის და აგვიანდებათ მატარებელზე. მივლენ და “პრავადნიკი” ეტყვის რომ 5 წუთია წავიდაო. ერთი რაჭველი კი დააყოლებს:

-კიდე კაი ვირბინეთ, თორე ნახევარი საათით დაგვაგვიანდებოდაო

X X X

რაჭველი ექიმს საყვედურობს:
- ექიმო, თქვენ რომ ღამით ჭამა ამიკრძალეთ, მაგიტომ გავცივდი.
- მერე ეგ რა შუაშია?
- როგორ თუ რა შუაშია? მთელი ღამე ღია მაცივრის წინ ვიდექი და მოხარშულ დედალს ვუყურებდი!

X X X

პატარა რაჭველს რუსული ენის მასწავლებელი ეკითხება:
- აბა, რაჟიკო, როგორ იქნება ქართულად ”ნაუკა”?

- ნაუკა არის პატარა ნავი! - გამარჯვებული სახით უპასუხა რაჟიკომ.

X X X

რაჭველი წავიდა სანადიროდ. დაინახა დათვი და იმდენ ხანს უმიზნებდა თოფს, რომ..... შეუყვარდა.

X X X

რაჭველი ორშაბათს ფეხს წამოკრავს და პარასკევს დაეცემა.

X X X

ფოთელი ეუბნება რაჭველს:
- ჩვენთან ფოთში თეატრი გვაქვენ.
- ჩვენთან ქვე შენი ჭირიმე რიონია. პასუხობს რაჭველი.
- ჩვენთან ფოთში სტადიონი გვაქვენ.
- ჩვენთან ქვე შენი ჭირი მე რიონია. პასუხობს რაჭველი.
- ჩვენთან ფოთში კინო გვაქვენ.
- ჩვენთან ქვე შენი ჭირი მე რიონია. პასუხობს რაჭველი.
- რა გამიხურე შენი რიონით, ჩაგიფურთხე მაგ რიონში. გაცხარდა ფოთელი.
- ქვე ჩამოგიტანს ფოთში. პასუხობს რაჭველი.

X X X

რაჭველი მშიდობიან დროს ხიდს ააფეთქებს. დაიჭერენ და ეკითხენიან: რატო ააფეთქეო!? მეორე მსოფლიო ომის დროს მქონდა დავალებულიო.

X X X

რაჭველს ეკითხებიან: თქვენთან რაჭაში რომ მიწისძვრები იყო როგორ მოიქეცითო?
- ქვე ძლივს შევასწარით სახლში- პასუხობს რაჭველი.

X X X

ამას წინათ მოვდიოდი რაჭიდან ავტობუსით, იმდენი ხალხი იყო ამ ავტობუსში რომ მძღოლი ფეხით მოდიოდა.

X X X

მეგრელი, იმერელი და რაჭველი არიან სიკვდილმისჯილთა კამერაში. ყველას აქვს არჩევის უფლება ვინ რითი გაასამართლონ… მეგრელი იფიქრებს საქართველოში დენის პრობლემააო და ელექტრო სკამზე დაჯდომას ამოირჩევს. გაუმართლებს, დენი არ იქნება და გადარჩება. იმერელი რომ გამოდის ეუბნება ელექტრო სკამი აირჩიე დენი არ არისო. იმერელიც ასე იზამს, გადარჩება და გამოსვლისას რაჭველს ეუბნება რომ მანაც ელექტრო სკამი აირჩიოს. რაჭველი შევა და იტყვის: -დენი არ გქონიათ და დამხვრიტეთ მაგის დედაც მოვტ*ან.

X X X

რაჭველი ანძ*ევს:

- ათას ხუთას ერთი, ათას ხუთას ორი, ათას ხუთას სამი.

ამდროს მიდის გურული:

- ე ბიჭო მასე კი არ უნდა! უყურე! ერთი, ორი, სა სა სა სა სა

X X X

რაჭველს პურზე გაგზავნიან და თან ეტყვიან:

-თუ ერთ მაღაზიაში არ იყოს, მეორედან წამოიღე.

ცოტა ხნის შემდეგ რაჭველი ხელცარიელი ბრუნდება.

-პური რატომ არ მოიტანე? - ჰკითხავენ.

-ორივე მაღაზიაში იყო და რომლიდან წამოვიღო?

X X X

რაჭველი აღსარებაზე მივიდა ეკლესიაში.
-შევცოდე მამაო.
-რა შვილო ჩემო?
-მეგრელი მოვატყუე.
-ეგ ცოდვა კი არა, სასწაულია შვილო ჩემო.

X X X

რაჭველი ტყეში კუს ასეირნებდა და… გაექცა…

X X X


ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს:
- თავიდან მომიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა.
- მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი.

X X X

პატარა რაჭველს რუსული ენის მასწავლებელი ეკითხება:
- აბა, როგორ იქნება ქართულად ''ნაუკა''?
- ნაუკა არის პატარა ნავი! - გახარებული სახით უპასუხა პატარამ.

X X X

რაჭველებს ეკითხებიან ყველაზე ნელი ხალხი სად ცხოვრობსო?
რაჭველი პასუხობს:
- სამაგიეროდ შაშხი და ხვანჭკარა გვაქვს კაი.


.: ანეკდოტები გურულებზე :.


X X X

გურული რესტორანში:
–ოფიციანტკა, მოი, ერთი, აქანა.
– რა გნებავთ, ბატონო?
– აი ლიმონათი ნამეტანი მღვრიეა, რაშია საქმე?
– ლიმონათი ძაან კაია, ჭიქაა პაწა გოურეცხავი.

X X X

გასვენებაში იმდენი ხალხი მივიდა რო მეორე მიცვალებული დაამატესო

X X X

გასვენებაში ისეთი ვიწრო დერეფანი იყოო რო მიცვალებული პოდრუჩკით გამოიყვანესო

X X X

სახლში მისულ გურულს ძაღლი შეხვდა გაავებული ყეფით.
- რა უთხარი, ქალო, ამისთანა, გოუმხილე ხომ, ქუჩიდან აყვანილი რო მყავს!

X X X

გურიაში დედა ეძახის შვილს:
-ბონდოია სა მიხვალ? დუმილი…
-ბონდოიე სა მიხვალ თქვა? პასუხი კიდევ არ ისმის…
-ბონდოიე შენ გეკითხები, გამეცი პასუხი სა მიხვალ?
-იქინე.
-ვერ იტყვი მერე?!!!!
– დედიკო, ძალიან გიყვარვარ?
– რა თქმა უნდა, შვილო, რატომ მეკითხები?
– მაშინ მამიკოს გაშორდი და იმ ბიძიას გაჰყევი, ქუჩის კუთხეში ნაყინს რომ ყიდის.

X X X

– ოფიციანტ!
– რა გნებავთ, ბატონო?
– ხომ ვერ მეტყვით, რას აკეთებს ეს ბუზი ჩემს თეფშში?
– ჩემი აზრით, ზურგზე ცურვას სწავლობს, ბატონო

X X X

– ოფიციანტ! მობრძანდი ერთი აქ.
– რაშია საქმე, ბატონო?
– ჩემს საცივში ბუზი აგდია.
– რამდენი გადაიხადეთ, ბატონო?
– ორი ლარი.

X X X

გურულმა ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება:
- რაზე გყავს გაზრდილიო?
- სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო.
- რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, – უთხრა კლიენტმა.
მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა.
- რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამიაო…
- მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო.
მესამე კვირას იგივე განმეორდა. ოღონდ იმავე კითხვაზე გაბეზრებულმა გურულმა ამჯერად ასე უპასუხა:
- რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამსო…

X X X

გურულები ისე სწრაფად მიასვენებდნენ კუბოს, რომ მიცვალებული სახელურებს ებღაუჭებოდა…

X X X

გურული შეხვდება მეგრელს და ეკითხება მეგრელს

-რაფერ ხართ ძამა
მეგრელი პასუხობს
-რავა თქვენ გაგიხარდებათ ისეო
გურული არ დააყოვნებს და ეტყვის
-რაია ძამა ამოწყდით ყველაი თუ…

X X X

გურულს ჩამოხრჩობას მიუსჯიან
ბოლო სიტყვა გვითხარი თუ გაქვს რამე სათქმელიო.
მემეწიეთ უკანო

X X X

გურული დილის 6 საათზე მიდის ყანაში.მეზობელი ეკითხება:
- ამ დილაუთენია რა გინდა ყანაში?
- რავა, დაკეტილი დამხვდება თუ?


X X X

გურული გააღებს მატარებლის კუპის კარებს და დაინახავს 3 ზანგი ზის და იტყვის: დედაია ბეჩა, რაია, აქანე დეიწვა რამე?

X X X
გურულს ეკითხებიან:
-ცურვა იცი?
-სა წყალში?

X X X

გურული ეზოში დამჯდარი ჩეხავს შეშას. იქვე კაი მოზრდილა მისი შვილები ეჭიდავებიან ერთმანეთს, ამ დროს ჩამოივლის მეზობელი და ეკითხება:
- რაია ძამა დამჯდარი მუშაობ?
გურული პასუხობს:
- აბა დაწოლოლიმა რო ვიმუშავე აგერაა შედეგიო და გახედავს შვილებს

X X X

თბილისელი მამაკაცი ჩადის ოზურგეთში და გამვლელს ეკითხება:
- უკაცრავად სამშობიაროში როგორ მოვხვდები?
გურული პასუხობს:
- სამშობიაროში რო მოხვდე ორსულად უნდა იყო არ იცი?

6
19158
11-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
19158
  
2017, 24 ოქტომბერი, 21:19
სვანებზე ანეგდოტის მომყოლს მ ო X X ყ ა ნ დედის ჯიში და ჯილაგი
2012, 18 ივლისი, 13:20
ძაან ბევრი ვიცინე:))))))
2012, 12 ივლისი, 17:51
სად შეაგროვე ამდენი*_*+1
2012, 2 ივლისი, 18:59
გაიხარე ძმა : ))
2012, 2 ივლისი, 18:49
საღოლ!!! კარგად გიმუშავია :)
0 1 6