x
image
TaFLiKa
ანეკდოტები
image

1.მამი ის ისტორია თუ გაგონდება შენ რომ მიამბე, თუ როგორ გამოგაგდეს გიმნაზიიდან?
- კი ჩემო ბიჭო, მაგონდება.
- ძალიან კარგი! - თვალები გაუბრწყინდა ყმაწვილს
- ზუსტად ისეთივე ისტორია უნდა გიამბო ახლა ჩემზე.


2.მოსწავლეებმა საკლასო დავალება უნდა დაწერონ თემაზე:
''რა არის სიზარმაცე?''
ერთმა მოსწავლემ ამაყად წარადგინა თავისი ნაშრომი სამ გვერდზე.
პირველ გვერდზე ეწერეა - ''ეს'', მეორეზე - ''არის'', მესამეზე - ''სიზამრმაცე''.


3.პიტერს ეკითხება დეიდა:
- შენ უკვე დადიხარ სკოლაში?
- დიახ, დავდივარ. ამაყად უპასუხა პიტერმა.
- და რას აკეთებ იქ?
- რას ვაკეთებ და ველოდები, როდის დაგვიმთავრდება გაკვეთილები.



4.მასწავლებელი მოსწავლეს ეკითხება:
- რა შეგიძლია მითხრა მკვდარი ზღვის შესახებ?
- რა გითხრათ, მასწ, როცა არაფერი გამიგია მის ავადმყოფობაზე?


5.ერთმა ქალბატონმა ქუჩაში ბიჭი გააჩერა და ჰკითხა:
- ერთი ის მითხარი დედაშენმა თუ იცის სიგარეტს რომ ეწევი?
- არა! თქვენმა ქმარმა თუ იცის ქუჩაში უცხო მამაკაცებს რომ აჩერებთ და ესაუბრებით?


6.- გუშინ რატომ გააცდინე სკოლა? - ეკითხება მასწავლებელი მოსწავლეს.
- გუშინ დედაჩემი და მამაჩემი ჩხუბობდნენ და ვერ წამოვედი.
- დედაშენი ვიცი, მაგრამ მამაშენი რომელია?
- ზუსტად მაგაზე ჰქონდათ ჩხუბი, პატივცემულო.


7.რაჭველს ეკითხებიან ყველაზე ნელი ხალხი სად ცხოვრობსო?
რაჭველი პასუხობს:
- სამაგიეროდ შაშხი და ხვანჭკარა გვაქვს კაი.


8.რაჭველი აღსარებაზე მივიდა ეკლესიაში:
- შევცოდე, მამაო.
- რა, შვილო ჩემო?
- მეგრელი მოვატყუე.
- ეგ ცოდვა კი არა, სასწაულია, შვილო ჩემო.


9.სიკვდილმისჯილთან კამერაში შევა ბადრაგი და ეუბნება:
- მომისმინე, ხვალ დახვრეტის წინ გკითხავენ შენს ბოლო სურვილს, შენთვის ხომ სულ ერთი იქნება,
ხოდა ჩემთვის ხელფასის მომატება მაინც ითხოვე!


10.- მამა ნამდვილად იცი რო ბებო (სიდედრი) ამ მატარებლით მოდის?
- გაჩუმდი და გააგძელე ლიანდაგის აყრა შენი.


11.ექიმო სად მივდივართ?
- მორგში.
- მაგრამ მე ჯერ არ მომკვდარვარ.
- არაუშავს ჯერ არ მივსულვართ მორგამდე.


12.სეროჟა ციხიდან წერილს წერს დედას:
- დედიჯან, ბალღობაში რო მეუბნებოდი, ისეთი კაცი გაზრდილიყავი,
შენ კარებთან დაცვა მდგარიყოსო,
ხო შეგისრულ ეგ ნატვრა.


13.ჯიმი შინ დაბრუნდა.
დედამ მაშინვე ჰკითხა:
- დღეს ვიღას გაუმართე მუშტი-კრივი?
- კარლს.
- რაო? კარლს? იმ მშვენიერ ბიჭს, ანგელოზს რომ ჰგავს?
- ახლა უკვე აღარ ჰგავს ანგელოზს, დედი.


14.გატენილ ავტობუსში ზის მთვრალი და ყვირის:
- ვინ დაკარგა 10 ლარი, ვინ დაკარგა 10 ლარი!
არავინ ხმას არ იღებს!
ისევ ყვირის:
- ვინ დაკარგა 10 ლარი, ვინ დაკარგა 10 ლარი!
ვიღაც ბებო იტყვის მე დავკარგეო!
მთვრალი ეუბნება:
- დაკარგე? ხოდა რას ზიხარ მიდი და ეძებე!


15.კაცი მივიდა სახლში და ცოლი დახვდა შიშველი
რა არის ქალო შიშველი რატომ ხარ ვერ ჩაგიცვიაო?
ცოლმა კაბა არა მაქვსო.
ქმარმა გამოხსნა კარადის კარები და დაუწყო დათვლა კაბებს.
ერთი კაბა, ორი კაბა, სამი კაბა, გამარჯობა გივი, ოთხი კაბა, ხუთი კაბა.


16.- ხომ არ იცით რომელი საათია?
- ვიცი.
- გმადლობ.


17.ორი მელოტი ჩხუბობს:
- შენ უფრო მელოტი ხარ, ვიდრე მე.
- საიდან დაასკვენი? არც ერთს არ გვაქვს თმა.
- შენ ჩემზე დიდი თავი გაქვს.


18.ექიმო, სასწრაფოდ მოდით.
- რა ხდება?
- ჩემი ქმარი ცუდადაა - სიცხე აქვს.
- მაღალია?
- ასე, მეტრო სამოცდაათი იქნება, ჩემზე ცოტათი მაღალია.


0
249
3-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0