x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში ავტოავარიისას დაშავებული მეორე მამაკაციც გარდაიცვალა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მამაკაცი დაიღუპა. ის თბილისში ერთერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. ადგილზე გარდაიცვალა ოპელის მძღოლი.


ავტოსაგზაო შემთხვევა 5 ივლისს მოხდა. ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და კამაზის მარკის ავტომანქანას შეეჯახა. ორი დაშავებული მგზავრი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დედოფლისწყაროს საავადმყოში მოათავსა, მათგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. გამოძახებული იყო კატასტროფის ცენტრის ბრიგადა, რომელმაც პაციენტი თბილისში გადაიყვანა. ჯერ უცნობია, იყო თუ არა მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.


რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს კლინიკის ხელმძღვანელი ხათუნა ზურიკაშვილი ამბობს, რომ ერთერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო, რის გამოც კატასტროფის ცენტრის ეკიპაჟმა ის თბილისში გადაიყვანა.



„ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ჩვენთან შემოიყვანა. ორივე მათგანს აღმოეჩინა შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება. ყველა მათგანი აზერბაიჯანელი ეროვნების იყო. 1997 წელს დაბადებული ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. მას ქალა ტვინის ტრავმა აღენიშნებოდა, რის გამოც საჭიროდ ჩაითვალა მისი დედაქალაქში გადაყვანა. მეორე პაციენტი კი მსუბუქ დაზიანებებს უჩიოდა, რის გამოც სამედიცინო ჩარევის შემდეგ ბინაზე გაეწერა, “ - აცხადებს ხათუნა ზურიკაშვილი.


შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ადგილზე მივიდა დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილიც.


ამავე თემაზე: დედოფლისწყაროში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0