სხვა "როცა სახლში დავბრუნდები, ბევრს შევჭამ..." - რას წერენ მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვები მშობლებს 2018, 7 ივლისი, 18:19 ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი ფეხბურთელი ბიჭუნებისგან მშობლებმა წერილები მიიღეს. როგორც euronews-ი წერს, მშობლებისადმი მიწერილ წერილებში 12-16 წლის ბიჭები მათ გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. წერილები პირველი კომუნიკაცია იყო ოჯახის წევრებთან 23 ივნისის შემდეგ - იმ დღიდან, რაც ბავშვები გამოქვაბულში ჩარჩნენ. გამოცემის ინფორმაციით, წერილები ბიჭების ოჯახებს უცხოელმა მყვინთავებმა გამოუტანეს მღვიმიდან. "არ ინერვიულო, გაძლიერდი" - წერს ერთი ბიჭი წერილში და დასძენს, რომ როცა სახლში დაბრუნდება "ძალიან ბევრს შეჭამს". "მასწავლებლებო, არ მოგვცეთ ბევრი სამეცადინო!" - წერია კიდევ ერთი ბიჭუნას წერილში.გაგრძელება 334 2-ს მოსწონს |
არის მღვიმე, რომელიც წყლითაა სავსე და დარბაზი სადაც იმყოფებიან ბავშვები.
რა გახდა ერთი რგოლებიანი ბაგირის შეტანა იქ, სადაც ეს ბავშვები არია, შეუტანონ დამზღვევი ქამრები, რომლითავ ბაგირის რგოლებს ჩაებმებიან, შეუტანონ მცირე ზომი ჟანგბადის ბალონები და ნიღბები მღვიმეში გამოსასვლელად.
ბაგირს ნაპირზე დაიხვევს ნებისმიერი ბაგირის დამხვევი ჯიპიც კი და ბავშვებს ბაგირი გამოიყვანს მიყოლებით, თუნდაც არცერთმა არ იცოდეს ცურვა.