სხვა მზრუნველობამოკლებული ბავშვების ერთი დღე ყვარლის ტბაზე... 2018, 7 ივლისი, 14:13 6 ივლისს ყვარლის ტბის მშვიდი გარემო ბავშვების ჟრიამულმა ჩაანაცვლა. ბავშვები ყვარლის ობოლთა და მზრუნველობამოკლებული ბავშვთა დაცვის ასოციაციის ბენეფიციარები იყვნენ. სწორედ ამიტომ, mgroup-მა გადაწყვიტა, ერთი სასიამოვნო დღე ეჩუქებინა მათთვის და სხვა კომპანიებისთვისაც მიეცა მაგალითი, ჩაერთონ მსგავს აქტივობებში. თბილისიდან ყვარელში ღონისძიებისთვის ჩასულმა მედიის წარმომადგენლებმა, ბავშვებთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. ერთად დაათვალიერეს სასტუმროს ტერიტორია და ღირშესანიშნაობები, ტბაზე კატერით ისეირნეს, ველოსიპედებით სპორტულ მარათონში მიიღეს მონაწილეობა, დააგემოვნეს mkids-ის სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი მენიუ, ამოავლეს ჩურჩხელები, გამოაცხვეს პური...გაგრძელება 11 4-ს მოსწონს
|